ავტოსაგზაო შემთხვევას გორთან 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას გორთან 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას გორთან 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელისმონაკვეთზე მოხდა. „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა მოზარდს იმ დროს დაეჯახა, როცა ის რამდენიმე მეგობართან ერთად გზაზე გადადიოდა.

მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მძღოლი, რომელსაც შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია, პოლიციაშია გადაყვანილი.

შინაგან საქემთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: marshalpress.ge

Banner

Previous გიორგი გახარია პარლამენტშია – პირდაპირი ეთერი
Next დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი