აკნე ზურგზე: 5 მიზეზი და მათი დამარცხების საშუალებები

სამწუხაროდ, ზურგი სავსეა ფორებით, რომლებიც ივსება ცხიმით, ხოლო შემდეგ იქცევა საშინელ აკნედ. გაინტერესებთ, რატომ ხდება ეს?

1. თმის კონდიციონერი
დიახ, სანამ თავს იბანთ, თმებიდან წამოსული ცხიმი და კონდიციონერში შემავალი ზეთი გესხმევათ ზურგზე და ჭედავს ფორებს. გამოსავალი: თავის დაბანის შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ტანი და სხეულიდან ზედმეტი ჭუჭყი მოიშორეთ.

2. სპორტული სამოსი
როდესაც მჭიდრო ტანსაცმელს ვიცვამთ, ოფლი, შესაძლოა, მთელ სხეულზე გავრცელდეს. ასევე, ვიწრო ან პატარა ზომის სპორტული ტანსაცმელი იწვევს ხახუნს, რაც ფორების ნორმალურ მუშაობას ხელს უშლის. გამოსავალი: სწორად შეარჩიეთ სპორტული მაისურის ზომა.

3. ტანის ღრუბელი
ნახევრად მშრალი ტანის ღრუბელი სოკოებისა და ბაქტერიების ბუდეა. გამოსავალი: შეცვალეთ ტანის ღრუბელი თვეში ერთხელ ან მაშინვე, როგორც კი ტანის ღრუბლისგან უსიამოვნო სუნს იგრძნობთ.

4. ჰორმონალური დარღვევა
კრიტიკული დღეების წინ ჰორმონების დონე იზრდება, რაც სხეულზე აკნეს გამრავლებას იწვევს. გამოსავალი: მოითმინეთ რამდენიმე დღე, არ აწვალოთ გამონაყარი. თუკი გამონაყარი კრიტიკულ დღეებს უკავშირდება, ის სულ რამდენიმე დღეში თავისით გაქრება.

5. მოუარეთ კანს
არსებობს ტანის სპეციალური ლოსიონები, სამასაჟე ჯაგრისი გრძელი, მოხერხებული სახელურით, რომელიც ატენიანებს კანს და ფორებს გაჭედვის საშუალებას არ აძლევს. ასევე, არსებობს სხვა საშუალებები კანის გასაწმენდად, თუმცა, სასურველია, მათ შესახებ კონსულტაცია სპეციალისტთან გაიაროთ.

წყარო 
Total Page Visits: 189 - Today Page Visits: 2

Facebook Comments

ავტორიზაცია