“ამბობენ, რომ ერთმანეთი უყვართ” – 14 და 18 წლის გოგონები ზუგდიდიდან თბილისში გაიპარნენ

“ამბობენ, რომ ერთმანეთი უყვართ” – 14 და 18 წლის გოგონები ზუგდიდიდან თბილისში გაიპარნენ

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ზუგდიდიდან 4 დღის წინ გაუჩინარებული 14 წლის გოგონა თბილისში იპოვეს. როგორც ირკვევა, არასრულწლოვანის სრულწლოვანმა მეგობარმა, გაუჩინარებულის დედას დაურეკა და უთხრა, რომ ისინი ერთად გაიპარნენ.როგორც ოჯახის ახლობელი “ნიუპოსტს” უყვება, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა 18 და 14 წლის გოგონები სახლიდან გაუჩინარდნენ. სამივე შემთხვევისას ისინი პოლიციამ იპოვა.

“გოგოები ერთ კორპუსში ცხოვრობენ, სულ ერთად იყვნენ, თავიდან გვეგონა რომ განუყოფელი მეგობრები იყვნენ… ბოლოს გამოაცხადეს რომ ერთმანეთი უყვართ. ეს გაპარვის მესამე შემთხვევაა” – აცხადებს ერთ-ერთი მეზობლები.

ჩვენი ინფორმაციით გამოიკითხა სრულწლოვანი გოგო, რომელიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას სიყვარულით ხსნის.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, გოგონები ამ წუთებში თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით გადაყავთ. რის შემდეგაც გადაწყდება, დააკავებენ თუ არა სრულწლოვან გოგოს.

“ნიუპოსტი” შს სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტას არ აკეთებენ. მათი თქმით, სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ 14 წლის მოზარდი მაღზიაში დასთან ერთად ჩავიდა, საიდანაც გაუჩინარდა.

Banner

Previous საზარელი კადრები-იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა
Next 10 წლის ბიჭუნას მერეთიდან, რომელიც დედამ მიატოვა, მამა კი პატიმარი ჰყავს, ოცნება აუხდინეს

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი