“აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ” – გიორგი გახარია

“აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ” – გიორგი გახარია

ამ წუთებში, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ, რომელიც კანონმდებლების წინ მოხსენებით გამოდის. მან შესავალ ნაწილში დეპუტატებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ის მზად არის მწავავე დისკუსიისთვის, თუმცა, ეს არ უნდა დაემსგავსოს უმიზნო და ფუჭ დებატებს.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ შესაძლებლობისთვის და კიდევ ერთხელ მოგმართოთ თქვენ, საქართველოს პარალმენტს და აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ჩვენთვის არასდროს ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა. ჩვენს არასდროს შეგვშინებია მწვავე კითხვებისა და დისკუსიების. რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქციის და პატივს ვცემდით და ვცემთ ინსტიტუტებს, სწროედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს და აბსოლუტურად მზად ვართ ასევე დისკუსიისთვის.  თუმცა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ზუტად ერთი წლის წინ, ჩვენ აქ გარკვეული ვალდებულებები ავიღეთ 2018 წელზე და რა თქმა უნდა, ჩვენს თავს ვალდებულად ვთვლით გაკრვეული ანგარიში ჩავაბრაოთ პარლამენტს, მაგრამ გპირდებით, ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზედ მოკლე კონკრეტულ შედეგებსა და კონკრეტულ გეგმებზე ორიენტირებული მოხსენება.

ასე რომ, ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ, და არც ფსევდოინტელექტუალური ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის, „ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია პარლამენტშია – პირდაპირი ეთერი

წყარო: marshalpress.ge

Banner

Previous თუ იკვეთება უკრაინელი ბოევიკების კავშირი, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან? – ქანთარია გიორგი გახარიას
Next შსს-ში, პროკურატურაში ხომ არ არის კადრები, ვისზეც ეჭვები არსებობს? – ზაზა ხუციშვილი გიორგი გახარიას

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი