ბუნებრივი აირი ძვირდება – ახალი ტარიფით დაანგარიშებული ქვითრები მოსახლეობას სავარაუდოდ, იანვრიდან მიუვა

ბუნებრივი აირი ძვირდება – ახალი ტარიფით დაანგარიშებული ქვითრები მოსახლეობას სავარაუდოდ, იანვრიდან მიუვა

ბუნებრივ აირზე იანვრიდან სავარაუდოდ ტარიფი იმატებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, სავარაუდოდ, უკვე ახალი წლიდან ქვითრები გაზის გაზრდილი ტარიფით მიუვათ.

ყოველი მესამე მოქალაქე კომუნალურების გადასახდელად ფულს სესხულობს – ასეთია ენერგეტიკული სიღარიბის კვლევის შედეგები. დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი გასათბობად შეშას იყენებს, ბუნებრივი აირისა და ელექტრო ენერგიის მოხმარების შემთხვევაში კი თვიდან თვემდე ვალს იღებს.

ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, მოსახლების უმეტესობა ამბობს, რომ კომუნალურების გადახდა არსებული ტარიფითაც უჭირთ, გაზრდის შემთხვევაში კი მათ ოჯახებს ეს მძიმე ტვირთად დააწვებათ.

რამდენი თეთრით გაძვირდება ბუნებრივი აირის ტარიფი, ცნობილი მომავალ კვირაში გახდება. გადაწყვეტილებას 26 დეკემბერს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებენ.

„ყაზტრანსგაზის“,SOCAR Georgia Gas-ისა და „საქორგაზის“ სატარიფო განაცხადების განხილვა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. კომპანიები სამომხმარებლო ტარიფების მატებას თბილისსა და რეგიონებში ითხოვენ. დაანგარიშება ლარის გაუფასურებული კურსით მოხდება.

ბუნებრივ აირზე ტარიფის 3 თეთრიან ზრდას ვარაუდობენ დარგის სპეციალისტები. ამ შემთხვევაში, თბილისის მოსახლეობას მოხმარებულ 1 კუბომეტრზე უკვე 50 თეთრის, რეგიონში მცხოვრებლებს კი 60 თეთრის გადახდა მოუწევთ.

ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი ძალაში 2019 წლის დადგომისთანავე შევა.

წყარო: tvm.ge

Banner

Previous კიდევ ერთი პოლიტპატიმარი
Next გახარიამ გურჯაანის სასამართლოს კორდონის წინა ხაზზე ქალი პოლიციელები ჩააყენა.

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი