გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის

გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის

გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, გერმანიის ელჩმა ნატო-ში ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის​ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500 000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა.

„ამით გერმანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის მნიშვნელობას, რომლის დაფინანსებაც დამოკიდებულია ნატო-ს პარტნიორების მხრიდან ნებაყოფლობით გამოყოფილ გრანტებზე, რადგან ამისთვის ნატო-ში არ არსებობს სპეციალური საბიუჯეტო სახსრები. გერმანია როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალით მომავლშიც დაეხმარება საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც საელჩოს ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500 000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის.

„2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე გერმანიამ ნატო-ს სხვა პარტნიორებთან ერთად შექმნა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ნატო-სთან. გერმანიისთვის SNGP კვლავ რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს მდგრადი დახმარებისათვის მის მიერ დასახულ გზაზე.

აქედან გამომდინარე გერმანიის ელჩმა ნატოში (ბრიუსელში), ბატონმა ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს SNGP-ის საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500.000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის თანხმობა განაცხადა.

2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500.000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის. საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფინანსება ამ ახალი თანხებიდანაც განხორციელდება, რადგან მისი მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – წერია საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

წყარო: infonews.ge

Banner

Previous მაკალეი კალკინი კვლავ მარტო სახლში – ამჯერად Google Assistant-თან ერთად
Next "თუ სხვა ქალი ჩემი ქმრის ოკუპაციას ეცდება, ისე დავუდგები, როგორც სამშობლოს მტერს" - რას ამბობს დათო ქაცარავას შესახებ მისი მეუღლე

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი