გორში ფეშენ ვიკს მოდის საერთაშორისო წარმომადგენლები დაესწრებიან

20, 21 და 22 ივლისს რეგიონ ფეშენ ვიკს ქალაქ გორში მოდის სფეროს საერთაშორისო აგენტები ბაიერები და ბლოგერები დაესწრებიან. რომელთა შორის გახლავთ ბერლინის ფედენ ჰოლის , მაკოვსკების არტ გალერიის და მოდის სახლი მაკოვსკის ოფიციალური წარმომადგენელი რუსა მაკოვსკი.. იგი ვიპ სტუმრის რანგში ეწვევა საქართველოს და გორის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ქართველ დიზაინერებთან შეხვედრებს გამართავს

 

Region Fashion week festival 2019 – ოკუპაციის თემას ეძღვნება და 15 ქართველი დიზაინერი ოკუპაციის ინსპირაციით წარმოადგენს კოლექციებს. ჩვენებები გორის მთავარ მოედანზე, სოფელ ხურვალეთში , გორის ციხეში , გორის თეატრში და სასტუმრო როიალ ჰაუსში გაიმართება. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერი ქალაქ გორის. მერია გახლავთ

 

ასევე კვირეულის ფარგლებში გაიმართება ღონისძიება ბავშვები მშვიდობისთვის

 

მოდის კვირეულის ორგანიზატორები პროდიუსერები არიან იოსებ კავკავაშვილი და ინგა სიორიძე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *