გორში ქმარმა ცოლი მხოლოდ იმის გამო სცემა, რომ ტელეფონზე დიდხანს ლაპარაკობდა

გორში ქმარმა ცოლი მხოლოდ იმის გამო სცემა, რომ ტელეფონზე დიდხანს ლაპარაკობდა

შიდა ქართლის პოლიციამ 1-დან 5 იანვრის ჩათვლით ოჯახური ძალადობის ფაქტზე 4 მამაკაცი დააკავა. აქედან წინასწარი პატიმრობა ერთს შეუფარდეს. დანარჩენ სამს კი, გირაო – 1000 ლარის ოდენობით.

მამაკაცები სასამართლო პროცესზე აცხადებენ, რომ მეუღლესთან კონფლიქტი არანაირად წარმოადგენს ძალადობას. ამ შემთხვევას მათი ინტერესების დამცველი ადვოკატები მხოლოდ მცირედ უთანხმოებას უკავშირებენ.

გუშინ გორის მოსამართლემ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რომლის მიხედვით, ძალადობა ტელეფონს უკავშირდება. 45-წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში ცხოვრობს, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როდესაც ის ტელეფონით სარგებლობდა.

პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის ბრალდების მიხედვით, ქალს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.

Banner

Previous გავასიე ცემაში, ქამარი მოვხსენი და ზურგზე ისე გადავუჭირე სულ ვაი დედას იძახდა – რატომ სცემა ზესტაფონელი კაცი ცოლმა
Next ახალი ნარკოტიკი – მოზარდები ჰიგიენურ საფენებს ხარშავენ და შემდეგ სვავენ…

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი