დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი სროლის გამო დაკავებულ დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმის პროკურორმა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან ორი ცეცხლსასროლი იარაღი და 21 მასრაა ამოღებული.

“სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხრის არგუმენტაცია, მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით ნამდვილად არსებობა ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმეში წარმოდგენილია, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის დროსაც ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე წარმოდგენილია ამ იარაღიდან გასროლილი მასრები, არის როგორც პატრულ ინსპექტორთა, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები. ბრალდებულმა გაქცევის მცდელობისას ფეხზე დაზიანება მიიღო. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, ის დაჭრილია, მაგრამ არ არის, ფეხზე აქვს ტრავმა, რის გამოც, ექიმის ცნობის თანახმად, მან ვერ შეძლო სასამართლოს სხდომის დარბაზში გამოცხადება და სხდომა ჩატარდა პალატაში. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება”, – განაცხადა კალანდაძემ.

წყარო: marshalpress.ge

Banner

Previous ავტოსაგზაო შემთხვევას გორთან 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა
Next Forbes-მა საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი