დონალდ ტრამპის მილოცვა სალომე ზურაბიშვილს

დონალდ ტრამპის მილოცვა სალომე ზურაბიშვილს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებასა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლეთში. მოუთმენლად ველი აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას რიგ საკითხებზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მტკიცე თანამშრომლობაზე. მადლობას გიხდით ავღანეთში ნატოს მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვისა და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საქართველომ გაიღო. საუკეთესო სურვილებით მოგმართავთ თქვენ და ქართველ ხალხს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.

წყარო: multimedia.ge

Banner

Previous ქოცები რომ მოგვიტრიალდებიან და გვეტყვიან, პაატა ბურჭულაძემ გრიგოლ ვაშაძე წარადგინაო..
Next პროკურატურამ რელიგიური ნიშნით დევნისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი