“დღეს საღამოდან მოხდება თითოეული მოქნეული ხელის სამართლებრივი შეფასება” – შს მინისიტრმა პოლიციას მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა

“დღეს საღამოდან მოხდება თითოეული მოქნეული ხელის სამართლებრივი შეფასება” – შს მინისიტრმა პოლიციას მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა

“დღეს საღამოდან მოხდება თითოეული მოქნეული ხელის სამართლებრივი შეფასება”, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ოპოზიციის საპროტესტო აქციის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრმა თოთოეულ სამართალდამცველს ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა აქტივისტების ქმედებების თმენისთვის და დაპირდა, რომ აქციაზე მომხდარი “ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული და ყველას სტატუსისა და თანამდებობისა მიუხედავად, პასუხი მოეთხოვება”.

“დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. პოლიციამ სრულად გამოიყენა თმენის ის ვალდებულება, რომელიც მას გააჩნია. დღეს დილიდან მკაფიოდ არის განსაზღვრული მარშუტები, რათა ეს ყველაფერი ყოფილიყო წყნარ და მშვიდ ვითარებაში, და არა ისე, როგორც ეს ახლა ველისცხის მიდამოებში ხდება. მე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს. მინდა დავპირდე მათ რომელიც ყველა ქმედება სამართკლებრივად იქნება გაანალიზებული და ყველას მოეთხოვება პასუხი მიოუხედავად მისი სტატუსისა. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომელბს. დღეს საღამოდან მოხდება თითოეული მოქნეული ხელის სამართლებრივი ანალიზი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. პარალელურად კი ამავე ქალაქში გაერთიანებუილი ოპოზიცია “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო აქციას მართავს.

Banner

Previous სააკაშვილი – მარგველაშვილი შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, მან კი მოქალაქეობა ჩამომართვა
Next თავებით ძიძგილაობა ნიკა მელიასა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის დაპირისპირების დროს

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი