ერეკლე – უსაყვარლესი და მხიარული ბიჭუნა, რომლის ღიმილის უკანაც ბევრი სევდაა

ერეკლე – უსაყვარლესი და მხიარული ბიჭუნა, რომლის ღიმილის უკანაც ბევრი სევდაა

ფეისბუქ მომხმარებლები ერეკლე დანელიას კარგად იცნობენ, რადგან მან ყურადღება დაბადებიდანვე მიიქცია, როდესაც სოციალურ ქსელში უსუსური პატარას ფოტოები გამოჩნდა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა და კეთილი ადამიანების დახმარებით დღემდე აგრძელებს მკურნალობის კურსს.

ერეკლე ახლა 1 წლის არის, თუმცა მკურნალობის პროცესი ხანგრძლივია და წინ კიდევ ბევრი ეტაპია გადასალახი. მისი დიაგნოზია მოკლე ნაწლავის სინდრომი, რის გამოც მიღებულ საკვებს ორგანიზმი ვერ ითვისებს, ამიტომ საჭირო გახდა სპეციალური კათეტერის ჩადგმა, რომელიც ვენური კვების მეშვეობით ორგანიზმს განვითარებისთვის საჭირო ელემენტებს მიაწვდის.

ოპერაციამდე მოსაწესრიგებელია სხვა პრობლემებიც, რომელიც მედიკამენტური მეთოდით მიმდინარეობს და მისი ყოველთვიური ღირებულება 10 ათას ლარამდეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საფრთხეს შეუქმნის პატარას.

“ერეკლეს აქვს “მოკლე ნაწლავის სინდრომი , 20 სმ ნაწლავი 2-3 მეტრის ნაცვლად. ამის გამო ერეკლე ღამით 14 საათით ვენურ კვება- გადასხმაზეა ჩართული და ყველა ვიტამინს, მინერალს, სითხეს და ცხიმს იღებს გადასხმიდან. დღის განმავლობაში კი არის მკაცრ დიეტაზე. ეს გადასხმები, სავარუდოდ, გაგრძელდება 18 წლამდე მაგრამ არა ყოველდღე – კვირაში რამდენჯერმე- ამისთვის კი ერეკლემ თვითონ უნდა შეძლოს ბევრის ჭამა და გადამუშავება. მომავალში გაუკეთდება დაგრძელების ოპერაციაც, რაც დაეხმარება, რომ საკვები დიდხანს გაუჩერდეს ნაწლავებში და უკეთ შეიწოვოს.

თითო ლარი თითო გულშემატკივრისგან, ასეთი აქცია წამოიწყო ერეკლეს მხარდამჭერმა ფეისბუქ გვერდმა სახელწოდებით  “პატარა ერეკლესთვის” სადაც მითითებულია ანგარიშის რეკვიზიტები, რათა პატარას ოჯახმა ყოველთვიურად აუცილებელი მედიკამენტების შეძენა შეძლოს. “– წერია ფეისბუქ გვერდზე “პატარა ერეკლესთვის”

რეკვიზიტები:

მიმღები – ჯიმშერ დანელია
Jimsher Danelia
1993.05.29

სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან :
პ.ნ. 01008038232

საქართველოს ბანკი:
#GE60BG0000000041739800

თიბისი ბანკი:
#GE90TB7320645061100014

რუსეთის მოქალაქეთათვის
карта сбербанка :
676280389563212872
მიმღები : ქეთევან დანელია (ბებია)

ნებისმიერი ქვეყნიდან :

https://www.gofundme.com/helplittleEREKLE

Banner

Previous ომის ვეტერანს პენსია წაართვეს და უმოწყალოს სცემეს
Next საავადმყოფოს კართან მოულოდნელად 4 ძაღლი ჩამოდგა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი