ველისციხის ინციდენტში მონაწილე თელავის საავადმყოფოში გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო გადაიყვანეს

ველისციხის ინციდენტში მონაწილე თელავის საავადმყოფოში გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო გადაიყვანეს

ველისციხის ინციდენტში მონაწილე ქეთევან მირიანაშვილი თელავის რაიონულ საავადმყოფოში მწვავე კორონალური სინდრომით და მაღელი არტერიული წნევის მაჩვენებლით არის მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა საჭიროებს კარდიოლოგის დაკვირვებას 48 საათის განმვალობაში.

“პაციენტი გუშინ საღამოს შემოიყვანეს მწვავე კორონალური სინდრომით და მაღალი არტერიული წნევით. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროებს კარდიომონიტორულ დაკვირვებას. იმყოფება კარდიოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ. ამ ეტაპზე სერიოზული არაფერი იკვეთება, თუმცა საჭიროებს 48 საათის განმავლობაში კარდიოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას,” – განაცხადა რაიონული საავადმყოფოს ექიმმა ნინო ფურცელაძემ.

ამასთან, ცნობილია, რომ ქეთევან მირიანაშვილს ბარალს, საავადმყოფოში დღის ბოლომდე ოფიციალურად წაუყენებენ.

წყარო: – interpressnews.ge

Banner

Previous გიორგი გახარია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტი ევროპაში არის საკმაოდ მაღალი
Next პატარძალმა საქმრო ქორწილში ხელბორკილებით მიიყვანა, რომ არ გაქცეოდა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი