ვინ დაპატიჟა თამო ვაშალომიძე პარიზში – „სამი დღეა არ მინახავს და ძალიან მენატრება“

ვინ დაპატიჟა თამო ვაშალომიძე პარიზში – „სამი დღეა არ მინახავს და ძალიან მენატრება“

მოდელი თამო ვაშალომიძე პარიზშია. მისმა ახალმა ფოტოებმა საფრანგეთიდან სოციალური ქსელის მომხმარებლები შოკში ჩააგდო. ჩვენ მისი პარიზული ვოიაჟის მიზეზით დავინტერესდით და მოდელს საფრანგეთის დედაქალაქში ინტერნეტით დავუკავშირდით.

– თამო, რა ტიპის ვიზიტი გაქვს ამჯერად?

– განსაკუთრებული არაფერი, უცბად გადავწყვიტეთ, მეგობრებთან ერთად ვარ.

– შეიძლება შენი მეგობრების ვინაობა ვიკითხო?

– მიშო ბეგაშვილი და ჩვენი საერთო მეგობარია ჩვენთან ერთად, რომელიც გვმასპინძლობს. სასტუმროში დავბინავდით. სამი დღით გავჩერდებით.

– ფრენასთან რა დამოკიდებულება გაქვს?

– არც ისე კარგი, არ მიყვარს. რამდენჯერაც ვიფრინე, სულ ტურბულენტურ ზონაში მოვხვდი.

– როგორ ძლევ ფრენის შიშს, რა მეთოდი გაქვს?

– საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ არაფერი არ მოხდება ცუდი. ზოგადად, ვცდილობ, ბევრი არ ვიფრინო, რადგან ემოციურად ეს ძალიან მღლის.

– პარიზში პირველად ხარ?

– კი.

– რისი ნახვა მოასწარი?

– რამდენიმე მუზეუმი დავათვალიერე, ლუვრი, ღვთისმშობლის ტაძარი. ერთ კაფეში ვივახშმეთ, რომელიც ეიფელის კოშკის მოპირდაპირედ არის.

– საქორწინო მოგზაურობას რომელ ქვეყანაში ისურვებდი?

– რომელიმე კუნძულზე, სადაც ცივილიზაცია არაა და ხალხიც ნაკლებია.

– შენი პატარა ამდენი ხნით დაგიტოვებია?

– არა, სულ რაღაც სამი დღეა, არ მინახავს და ახლა ვხვდები, რომ ესეც ძალიან ბევრია. ძალიამ ნეტარება.

Gepostet von Tamo Tamo Vashalomidze am Freitag, 12. Oktober 2018

Banner

Previous “წუხელ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, დავტოვე პატარა, რომელიც მებღაუჭებოდა…” – ქართველი ემიგრანტის სულისშემძვრელი წერილი
Next ახალგაზრდა ქართველი ექთნის სულის შემძვრელი წერილი

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი