თბილისის მერი ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს ესაუბრა, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა

თბილისის მერი ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს ესაუბრა, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა

კახა კა­ლა­ძე მი­უ­სა­ფარ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მი­ვიდ­ნენ, საჭ­მლით გა­უ­მას­პინ­ძლდა, ამის შე­სა­ხებ “ფე­ის­ბუქ­ზე” ფო­ტოგ­რა­ფი ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძე წერს.

“თბი­ლი­სის მე­რია სა­ა­ხალ­წლოდ ალა­მა­ზებს ქუ­ჩებს. მე როცა დრო მაქვს, ვცდი­ლობ, გა­და­ვი­ღო. სა­ღა­მოს წა­ვე­დი ჩემი მე­გობ­რის, მზი­კო კა­ლან­და­ძის სა­ნა­ხა­ვად.

რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე აწყო­ბენ ნაძ­ვის ხეს. იქვე მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი და თი­თო­ე­ლი იქ მყო­ფი ცდი­ლობ­და, რა­ღა­ცით გა­ე­ბედ­ნი­ე­რე­ბი­ნა ისი­ნი.

ამ დროს მო­ვი­და თბი­ლი­სის მერი კახი კა­ლა­ძე. კახი ესა­უბ­რა ბავ­შვებს, შემ­დეგ საჭ­მე­ლი შე­უკ­ვე­თა მათ­თვის და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის და იქვე მათ­თან ერ­თად მი­ირ­თვა.

ამ ის­ტო­რი­ა­ში არა­ფე­რიაგან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გარ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა. ბევ­რი გა­ი­ფიქ­რებს, აბა რა უნდა ექ­ნაო?! მაგ­რამ ბევრ ფაქტს შევ­სწრე­ბი­ვარ, როცა არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, არც უფიქ­რი­ათ, არც შე­უ­ხე­დავთ ზედ, არა­ნაკ­ლე­ბი თან­ხის თუ თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს.

ვინც მიც­ნობთ, იცით ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის მი­მართ. ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან მომ­ხვდა გულ­ზე და გა­მი­ხარ­და.

მე­გობ­რო­ბა გა­დაგ­ვარ­ჩენს, გვერ­დში დგო­მა, გა­გე­ბა და სწო­რი ადა­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რაც მთა­ვა­რია, თი­თო­ე­ულ იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ანს მად­ლო­ბა, ნი­კო­ლო­ზო­ბას ესე­თი და­დე­ბი­თი იმ­პულ­სე­ბი რომ მა­ჩუ­ქეთ. ბევ­რს აქვს თა­ნამ­დე­ბო­ბა მაგ­რამ გული? ბევ­რს აქვს ფული მაგ­რამ გული? ბევ­რს აქვს გული მაგ­რამ სი­კე­თის კე­თე­ბის უნა­რი?

Banner

Previous “საშინელი შეურაცხყოფის და ძალადობის მსხვერპლი გავხდი დღეს… ან ცოლები არ გყავთ, ან დედები და მამები?” – განო მელითაური
Next ჩინეთში ადამიანის თავის პირველი სრული ტრანსპლანტაცია ჩატარდა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი