თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი – ხელმისაწვდომი და ძალიან ეფექტური

თუკი აბაზანაში რამდენიმე ღერი თმა იპოვეთ, პანიკად არ ღირს. ყოველდღიურად 50-დან 100 ღერი თმა გვცვივა თავიდან. მაგრამ თუკი თმა შესამჩნევად შეგითხელდათ, სცადეთ ეს მარტივი ნიღაბი, რომელიც მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან შედგება, თანაც ხელმისაწვდომი და იაფია.

თმის ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

აბუსალათინის ზეთი

თაფლი

კვერცხის გული

მომზადების წესი:

2 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს დაამატეთ 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი თაფლი. სამივე კომპონენტი საგულდაგულოდ გადაურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ჯერ თმის ძირებში, შემდეგ კი მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაიტოვეთ 2-4 საათით. შემდეგ კი თავი ჩვეულებრივ დაიბანეთ, შამპუნით.
გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ და შედეგი ძალიან მალე გაგაოცებთ.

წყარო 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *