“თუ სხვა ქალი ჩემი ქმრის ოკუპაციას ეცდება, ისე დავუდგები, როგორც სამშობლოს მტერს” – რას ამბობს დათო ქაცარავას შესახებ მისი მეუღლე

“თუ სხვა ქალი ჩემი ქმრის ოკუპაციას ეცდება, ისე დავუდგები, როგორც სამშობლოს მტერს” – რას ამბობს დათო ქაცარავას შესახებ მისი მეუღლე

ჯო­მარ­დო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი დათო ქა­ცა­რა­ვა, უკვე მე­ო­რე წე­ლია თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თა­ნაა და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი და ცდი­ლობს, ოკუ­პან­ტე­ბის ქმე­დე­ბებს ხელი შე­უ­შა­ლოს.

იმას, რომ ქა­ცა­რა­ვას თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად უწევს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ოკუ­პან­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნიც­დი­ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. მის­მა მე­უღ­ლემ სოფო ხა­ჭა­პუ­რი­ძემ ცოტა ხნის წინ “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე და­წე­რა სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ:

ეხლა ვზი­ვარ სახ­ლში და არე­უ­ლი გრძნო­ბე­ბის გამო ვტი­რი. რა ვქნა, რა მო­ვი­მოქ­მე­დო? ჩავ­კე­ტო და არ გა­ვუშ­ვა? დედა, რა გა­ტი­რებს? – მე­კი­თხე­ბა ქეთი. აბა, რა ავუხ­სნა? დე, მა­მი­კო რუსი ია­რა­ღი­ა­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის წინ დგე­ბა და სრო­ლა მო­გი­წევ­სო, ამას ეუბ­ნე­ბა თქო, ეს ვუ­თხრა? ჩემი ცხოვ­რე­ბის ადა­მი­ა­ნი რა­ღა­ცე­ებს სჩა­დის და მე ვე­თან­ხმე­ბი, ყვე­ლა­ფერ­ში გვერ­დში ვუდ­გა­ვარ. ერ­თის მხრივ ში­შით გული მის­კდე­ბა და ამა­ვე დროს ამ სა­მი­ვე შვი­ლით მი­ვალ და მეც ვუყ­ვი­რებ, მეს­რო­ლეთთ­ქო – მარ­თლა ამ აზ­რზე ვარ!.. არ ვიცი რა ვქნა, მარ­თლა რა­ღაც ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ხდე­ბა ჩემს და ჩემი ოჯა­ხის თავს. ეს ცხოვ­რე­ბა წა­მია და დაე ღი­რე­ბულ წა­მად შედ­გეს ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის” – წერს ხა­ჭა­პუ­რი­ძე.
და­ვით ქა­ცა­რა­ვას მე­უღ­ლემ ჟურ­ნალ “თბი­ლი­სე­ლებ­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა:
– ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ფონ­ზე დათო შე­იც­ვა­ლა?
– არა, ყო­ველ­თვის ასე­თი იყო. არ მინ­და, ზედ­მე­ტად აღ­მა­ტე­ბუ­ლად გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ერთი რა­ღაც მი­თხრა: თით­ქოს ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ რა­ღაც მი­სია უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნაო. ში­ნა­გა­ნად აქვს ასე­თი შეგ­რძნე­ბა. ფი­ზი­კუ­რად საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და ბევ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია. თუმ­ცა, რა­ღაც მო­მენ­ტში გულ­ზე პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. უც­ნა­უ­რი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს – გუ­ლის გარ­სის ან­თე­ბა. მერე ვშა­ყი­რობ­დი, ხომ ხე­დავ, შენს მო­წამ­ვლას ეც­დე­ბი­ან-მეთ­ქი და მი­თხრა, მერე შენც ცოტ-ცოტა ჩა­მი­ყა­რე, სა­წამ­ლავს შე­ვეჩ­ვე­ვი და მერე ვე­ღარ მომ­წამ­ლა­ვე­ნო.
სი­ნამ­დვი­ლე­ში ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან ძლი­ე­რია, გა­გიჟ­დე­ბით რომ ნა­ხოთ, იქ რა­ებს აკე­თებს: ფე­ხით გა­დის კი­ლო­მეტ­რებს ზურგჩან­თით და მერე კი­დევ ამა­ვე ზურგჩან­თით აზიდ­ვებს აკე­თებს. ბი­ჭე­ბი ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი ვუ­ყუ­რებ­თო. შე­იძ­ლე­ბა, ხის­ტი ჩანს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ რბი­ლი ხა­სი­ა­თი აქვს. თუმ­ცა, არის მო­მენ­ტე­ბი, როცა შე­იძ­ლე­ბა “გა­და­ე­კე­ტოს” და “გა­ჭე­დოს”. ახლა პო­ლი­ცი­ე­ლებს ათ­ქმე­ვი­ნეს მის­თვის, შენი ფარ­დუ­ლის ოც­და­ა­თი მეტ­რით უკან გად­მო­წე­ვა მო­გი­წევ­სო. ასეთ მო­მენ­ტებ­ში თვა­ლებ­ზე ბინ­დი ეკ­ვრე­ბა და მარ­თლა “ჭე­დავს”.

Banner

Previous გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის
Next ვალების განულება შესაძლოა, დიდი მოცულობის ხანდაზმულ სესხებსაც შეეხოს

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი