თქვენს პატრონს, ვისაც არ გჯერათ, გისურვებთ არასოდეს გამოგელიოთ ასეთი ტყვიები – თამარ ბაღაშვილის გამოხმაურება მის ვიდეოზე

კურიერის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი ეხმიანება ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს ორი კადრი, ერთში მას ხელი აქვს შეხვეული, მეორეში კი არა.

გავრცელებულ ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ თამარ ბაღაშვილი იტყუება, რასაც ჟურნალისტი გამოეხმაურა.

“რუსთავი2-“ის ხელში ჩაგდებით აჟიტირებულმა ტროლებმა, ახალი შეტევა დაიწყეს ძველი, არქივის კადრებზე ამბობენ, რომ თურმე ხელი ტყუილად მაქვს შეხვეული.

ვაი თქვენს პატრონს! რა აფერისტებიც თქვენ ხართ, ისე გგონიათ ალბათ ყველა! ვისაც არ გჯერათ, გისურვებთ არასოდეს გამოგელიოთ ასეთი ტყვიები და მერე მიხვდებით რა დრო ჭირდება, ჩამტვრეული ძვლის შეხორცებას!”– წერს თამარ ბაღაშვილი.

აფერისტი თამარ ბაღაშვილი

გვარამიას კიდევ ერთხელ გაეპარა..ალბათ შეამჩნევდით თამარ ბაღაშვილი აგერ უკვე მთელი 1 თვეა ცოცხალი თავით რომ არ იხსნის ხელიდან ''თაბაშირს'' – მეტი დრამატულობისთვის, თავი რომ მსხვერპლად მოგვაჩვენოს. ხოდა აგერ ერთ მომენტში კადრი გაეპარათ სადაც თამარა ორივე ხელით გიჟივით მუშაობს კომპიუტერთან 😀 მერე ცოტა ხანში გადაცემის წასაყვანად ისევ ჩამოიკიდა ხელი და განაგრძო ჩვეული საქმიანობა.

Gepostet von Unofficial: Rustavi 5 am Donnerstag, 18. Juli 2019

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *