ილია მეორე – პირველად ეზიარა დღეს ზაზა სარალიძე, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით

ილია მეორე – პირველად ეზიარა დღეს ზაზა სარალიძე, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა აღავლინა.

წირვაზე იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

“წირვაზე ბრძანდებოდა ბატონი ზაზა, რომელმაც დაკარგა შვილი. წმინდა ნიკოლოზი შეეწევა მასაც. პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა. მე ვფიქრობ, ეს მოხდა შვილის ლოცვით. შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის”, – დასძინა ილია მეორემ.

„უფალმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ პატრიარქის საპასუხოდ.

ამ წუთებში ზაზა სარალიძე პატრიარს ხვდება.

წყარო: marshalpress.ge

Banner

Previous “ნუ მიგყავთ სკოლასა და ბაღში ავადმყოფი ბავშვები!” – განრისხებული დედის მიმართვა
Next ბიძინა ივანიშვილი პაატას ფონდებში შავი ხვრელის ძებნაში რომ მართალი იყო, ისე არაფერში – ნანუკა ჟორჟოლიანი

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი