ილონ მასკი აცხადებს რომ ადამიანის ტვინს სმარტფონთან დააკავშირებს

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, 16 ივლისს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად იგი სმარტფონისა და ადამიანის ტვინის დაკავშირებას გეგმავს. მასკის მიერ დაფუძნებული კომპანია – Neuralink იმუშავებს ბლუთუზ-იმპლანტის მოწყობილობის შექმნაზე და ის, იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც მეხსიერების პრობლემას უჩივიან, გადატანილი აქვთ ინსულტი ან აწუხებთ სხვა, ტვინის გამართული ფუნქციონირებისთვის ხელისშემშლელი დაავადება. იმპლანტი, ტრავმირებულ ადამიანს ტვინის მოტორული ფუნქციის აღდგენასა და ტელეპათიური უნარების განვითარებაში დაეხმარება.

მოწყობილობა მცირე ზომისაა და ის, იმავე ადაპტორით არის აღჭურვილი, რომელსაც Macbook-ი იყენებს. იმპლანტი ადამიანის ყურის ქვეშ დამონტაჟდება და კომპიუტერსა და სმარტფონს ბლუთუსით დაუკავშირდება. მასკი ხაზს უსმავს იმ გარემოებას, რომ მოწყობილობა მცირე ზომისაა და აცხადებს : „თუ ტვინში რაღაცის ჩანერგვას აპირებთ, ალბათ არ გენდომებათ, რომ ის დიდი იყოს.“

ილონ მასკის თქმით, იმპლანტის ჩანერგვა 2020 წლის მიწურულამდე იქნება შესაძლებელი და მას, რობოტი ქირურგები განახორციელებენ. პროცედურა თვალის ლაზერული კორექციის მსგავსად ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით ჩატარდება.
პროექტს უკვე კრიტიკოსებიც გამოუჩდნენ. Futurum Research-ის ანალიტიკოსი დანიელ ნიუმენი, სკეპტიკურად უყურებს ამ პროექტს და აცხადებს, რომ ჩვენი ტვინის მონაცემების ხელოვნური ინტელექტისთვის გადაცემა, არც თუ ისე კარგი იდეაა.

Total Page Visits: 28845 - Today Page Visits: 2

Facebook Comments

ავტორიზაცია