ინციდენტი რუსთავში – მოსახლეობა მგზავრობის ფასის ზრდას აპროტესტებს (ვიდეო)

ინციდენტი რუსთავში – მოსახლეობა მგზავრობის ფასის ზრდას აპროტესტებს (ვიდეო)

რუსთავის მოსახლეობა თბილისი-რუსთავის მიკროავტობსით მგზავრობის გაძვირებას აპროტესტებს. ისინი ძველი ტარიფის, 1.50 ლარის დატოვებას ითხოვენ. რუსთავის მერმა რამდენიმე დღის განაცხადა, რომ მძღოლებმა ტარიფი თვითნებურად გაზარდეს და მოუწოდა მგზავრებს არ გადაიხადონ 2 ლარი და გადაიხადონ მხოლოდ ლარნახევარი.

აქციის მონაწილეებმა მერს მოსთხოვეს, რომ 1.50 ლარის აღმნიშვნელი ფურცელი თავად გაეკრა მიკროავტობუსში, რაც ირაკლი ტაბაღუამ შეასრულა და ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსში გააკრა აღნიშნული წარწერა, თუმცა მძღოლმა პროტესტის ნიშნად მანქანა გააჩერა და ძველი ტარიფით მგზავრების გადაყვანაზე უარი განაცხადა. მათი თქმით, მანქანის ნაწილების ფასმა მოიმატა, რის გამოც ისინი ვეღარ ახერხებენ მოგების მიღებას.

წყარო: multimedia.ge

Banner

Previous რუსთავის მოსახლეობა მგზავრობის საფასურის ზრდას აპროტესტებს – პირდაპირი
Next წყალბადის ზეჟანგი ყველა ვირუს სკლავს! დაამარცხეთ ღორის გრიპი წყალბადის ზეჟანგით!

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი