ის ბიჭი არ იყო დამნაშავე – რას ამბობს თიკა ჯამბურია, რომელიც ექიმზე თავდასხმა შეესწრო

ის ბიჭი არ იყო დამნაშავე – რას ამბობს თიკა ჯამბურია, რომელიც ექიმზე თავდასხმა შეესწრო

მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკური საავადმყოფოს ექიმის მდგომარეობა, რომელსაც პაციენტი ფიზიკურად გაუსწორდა, ამ ეტაპზე სტაბილურია.

ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი მომღერალი თიკა ჯამბურიაა, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მწვავე ჰაიმორიტი ჰქონდა და რამდენიმე საათის განმავლობაში საავადმყოფოში ისე იწვა, რომ მისთვის წამალი არ მიუციათ.

„ეს ბიჭი იწვა ღორის გრიპით, როგორც ვიცი გამოუშვეს მკურნალობის გარეშე. იქ რაც მოხდა, ის ბიჭი არ იყო დამნაშავე რაც მე დავინახე. რომელ ნარკოტიკულ ნივთიერებას გამაყუჩებელს ითხოვდა, იმიტომ რომ ჰქონდა ჰაიმორიტი, მწვავე თავის ტკივილი და ათი საათიდან ორ საათამდე ისე იწვა რომ წამალი არ მიუციათ,”-ამბობს თიკა ჯამბურია „რუსთავი 2″- თან.

მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკური საავადმყოფოს ექიმზე თავდასხმა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ექიმისგან ნარკოტიკულ საშუალებას ითხოვდა, რომლის მიღებაზე უარის შემდეგ, ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამასთან, უწყებამ ინციდენტში მონაწილე პაციენტი უკვე გამოავლინა

Banner

Previous სამარცხვინო კადრები-რა ხდებოდა ზუგდიდში პრეზიდენტის ნაძვის ხეზე-5 ლარის კანფეტის გულიზა გაჭყლიტეს ბავშვები [ვიდეო]
Next მამა მეშვიდე სართულიდან გადმოხტა, რათა თავისი 4 წლის შვილი გადაერჩინა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი