კიდევ ერთი პოლიტპატიმარი

კიდევ ერთი პოლიტპატიმარი

დაკავებულია ქალი, რომელმაც ნაც.მოძრაობის აქციის დროს პოლიციის მანქანა დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს, 1960 წელს დაბადებული ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა.

წყარო: marshalpress.ge

Banner

Previous ჩხუბი თბილისის მეტროში, სადაც მთვრალმა მამაკაცმა პირსინგიანი გოგონას ცემა სცადა - ნახეთ მგზავრების რეაქცია
Next ბუნებრივი აირი ძვირდება – ახალი ტარიფით დაანგარიშებული ქვითრები მოსახლეობას სავარაუდოდ, იანვრიდან მიუვა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი