მაგ სიმართლით იარეთ ყველამ, დაეწყვეთ ერთად – გუბაზ სანიკიძე

მაგ სიმართლით იარეთ ყველამ, დაეწყვეთ ერთად – გუბაზ სანიკიძე

“მაგ სიმართლით იარეთ ყველამ, დაეწყვეთ ერთად” – ასე გამოეხმაურა გუბაზ სანიკიძე ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, თუმცა სანიკიძე აქვე დასძენს, რომ პოლიტიკური საჭიროების შემთხვევაში ის მიხეილ სააკაშვილსაც და ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება.

არ შევხვედრივარ ამ სააკაშვილს და იმიტომ კი არა, რომ ვთაკილობ,  იმიტომ, რომ საჭიროებას ვერ ვხედავ. თუ ამის პოლიტიკური საჭიროება გაჩნდება, მე სააკაშვილსაც შევხვდები და ბიძინა ივანიშვილსაც სხვათაშორის.

ბიძინა ივანიშვილთან, ვფიქრობ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება შეხვედრა, თუ როგორ წავა ის ხელისუფლებიდან, პირობა ეს უნდა იყოს.

რაც ეხება სააკაშვილს, ის თუ ასე გააგრძელებს, რაც მან ლიეჟში გააკეთა, დარჩება მარტო. ძალიან სერიოზულ შეცდომებს უშვებს და ავნებს საკუთარ თავს “– განაცხადა გუბაზ სანიკიძემ TV პირველის გადაცემაში “რეაქცია”

Banner

Previous მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს
Next სკოლებში ჩინური ენის სწავლა იწყება

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი