მამა მეშვიდე სართულიდან გადმოხტა, რათა თავისი 4 წლის შვილი გადაერჩინა

მამა მეშვიდე სართულიდან გადმოხტა, რათა თავისი 4 წლის შვილი გადაერჩინა

ამბობენ, რომ არაფერია დედის შვილისადმი სიყვარულზე ძლიერი. მაგრამ მამის შვილისადმი სიყვარულსაც არ აქვს საზღვარი და ეს ისტორია სწორედ ამის დადასტურებაა.

მიხეილ ამბროსიმოვი წარმატებული ტრავმატოლოგია მოსკოვის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში. მას არაერთ რთულ შემთხვევასთან ჰქონია საქმე, როცა პაციენტის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მალე ის აღმოჩნდებოდა სიცოცხლისთვის მებრძოლი პაციენტის როლში.

16-17 იანვრის ღამეს, მოსკოვში, მიხეილის სახლში, რომელიც მეშვიდე სართულზე მდებარეობდა, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მიხეილის ცოლს მათ თხი წლის შვილთან ერთად ეძინა. მიხეილმა ისინი გააღვიძა, მაგრამ ამასობაში ხანძარი ძალიან გაძლიერდა. მიხეილის ცოლმა გასვლა მოახერხა, ის და ბავში კი სახლში გამომწყვდეულნი აღმოჩნდნენ. თანაც, შეშინებული პატარა დაიმალა და მიხეილი მას დიდხანს ეძებდა. საბოლოოდ, ისინი ან სახლში უნდა დარჩენილიყვნენ, რაც გარდაუვალ სიკვდილს უდრიდა, ან ფანჯდიდან გადამხტარიყვნენ.მიხეილს შვილი უნდა გადაერჩინა, ამიტომ მან გადაწყვიტა, ბავშვთან ერთად გადამხტარიყო მეშვიდე სართულიდან. საბედნიეროდ, ორივე გაზონზე დაეცა, რამაც ისინი გადაარჩინა. მიხეილი ისე გადახტა, რომ ბავშვი მასზე დაცემულიყო, ამიტომ პატარას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მოტეხილობების მიუხედავად. მაგრამ, სამწუხაროდ, მიხეილის მდგომარეობა არც ისე დამაიმედებელია. მრავალრიცხოვანი დაზიანებების გარდა, მას დაფშვნლი აქვს მენჯის ძვალი და გახეთქილი საშარდე ბუშტი. მისი მეგობრები ამბობენ, რომ მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მძიმე. ექიმების თქმით< მისი გადარჩენის შანსი არსებობს. ამისათვის მას, არაერთი ოპერაციის გარდა, ესჭიროება სისხლი. მიხეილის მეგობრები და კოლეგები ყველანაირად ცდილობენ მის დახმარებას და აქტიური კამანიაც წამოიწყეს: მორალური მხარდაჭერის გარდა, ოჯახს ფინანსური დახმარებაც სჭირდება.

წყარო: SABAVSHVO.INFO

Banner

Previous ის ბიჭი არ იყო დამნაშავე – რას ამბობს თიკა ჯამბურია, რომელიც ექიმზე თავდასხმა შეესწრო
Next ბათუმში ძლიერ ქარიშხალს ადამიანი შეეწირა – ვინ არის მამაკაცი, რომელსაც სახურავი დაეცა და გარდაიცვალა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი