მელანია ტრამპის დიეტა: როგორ გავხდეთ და შევინარჩუნოთ წონა სამუდამოდ

როგორც ჩანს, აშშ-ის პირველმა ლედიმ იცის ფორმაში ყოფნის საიდუმლო. ახლა კი უკვე ჩვენც ვიცით!

აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მარტივია: საჭიროა სწორი კვება, მაგრამ ზოგჯერ სისტემიდან გადახვევაც დასაშვებია. მაგალითად, მელანიას სისუსტეა – ბურგერი, შემწვარი ქათამი და შუშის კოკა-კოლა (დიეტური). სხვა მხრივ, მელანია საკმაოდ მკაცრია საკუთარი თავის მიმართ. მან გამოიმუშავა წესები, რომლებითაც უკვე წლებია ხელმძღვანელობს.

რა შეიძლება ვისწავლოთ 48 წლის მელანიასგან – ეს არის მისი დამოკიდებულება სწორი კვების მიმართ. ის არ მიიჩნევს ამ სისტემას დიეტად – ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც არ უნდა დაირღვეს: „უბრალოდ, მიყვარს ჯანსაღი საკვები, რადგან ამგვარად თავს უფრო ენერგიულად, ჯანმრთელად და ლამაზად ვგრძნობ და როდესაც ასეა, რატომ უნდა ვთქვა უარი სწორ კვებაზე?“ – აღიარებს მისის ტრამპი.

რაც შეეხება მელანიას დღიურ რაციონს, მან ერთ-ერთ გამოცემაში აღიარა, რომ მისი საუზმე იწყება შვრიის ფაფით, რომელიც გამდიდრებულია უჯრედისებით ან მუსით, რომელიც რამდენიმე სახეობის ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტებისგან შედგება. ამგვარი საუზმე მას დღის მანძილზე ენერგიით ავსებს და სადილამდე შიმშილის შეგრძნება არ აწუხებს.

სადილად მელანია ყველაზე ხშირად მიირთმევს თევზს ან ზღვის პროდუქტებს ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულით, ხოლო ვახშმად სხვადასხვა სახეობის მწვანე სალათს უჯრედისების დიდი შემადგენლობით.

გარდა ამისა, სამოდელო კარიერის პერიოდში მელანია მიეჩვია წყლის სმას (დაახლოებით, სამი ლიტრი დღეში). სხვათა შორის, მისის ტრამპი უკვე რამდენიმე წელია გატაცებულია ჩოგბურთით, ცურვით და იოგით, რომელიც, მისივე სიტყვებით, ძალიან დაეხმარა მას მშობიარობის შემდეგ წონის დაკლებაში.

მელანიას საყვარელი სასმელებია მწვანე კოქტეილი პიტნით, ლიმონით, ხორბლით და ასევე, წყალი. ეს სასმელები ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ეხმარება სხეულს ფორმის შენარჩუნებაში.

გარდა ამისა, მელანიას რაციონში მუდმივად შედის ხილი (5-7 ცალი დღეში!). და მიუხედავად იმისა, რომ დიეტოლოგები ამ „პოლიტიკას“ ეწინააღმდეგებიან, ყოფილი მოდელი არგუმენტირებულად ამტკიცებს, რომ უმჯობესია, მიირთვას ხილი, ვიდრე ემულგატორებით გაჯერებული შოკოლადი ან სნეკი. ვერაფერს ვიტყვით, სადავო საკითხია. თუმცა, ისევე როგორც ყველა ქალის, ტრამპის ცხოვრებაშიც არსებობს დღეები, როდესაც ის საკუთარ თავს ცოტაოდენი მწარე შოკოლადით ან ნაყინით ანებივრებს. „არაფერი დაშავდება, თუკი ზოგჯერ გემრიელ და მავნე პროდუქტს მივირთმევთ, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან იშვიათად უნდა მოხდეს და ჩვენი რაციონის ძირითად ნაწილს ჯანსაღი საკვები უნდა შეადგენდეს“, – ამტკიცებს აშშ-ის პირველი ლედი.

წყარო 
Total Page Visits: 133 - Today Page Visits: 1

Facebook Comments

ავტორიზაცია