მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა შვიდი ადამიანი.

წყარო: multimedia.ge

Banner

Previous დიდი სკანდალი რომელიც ახლახანს გახდა ცნობილი- სახელმწიფომ ძვირადღირებული ტამიფლუ აფთიაქებს გასაყიდად გადასცა
Next დიდ დიღომში მდებარე კორპუსი აფეთქების შემდეგ

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი