ნიღაბი ღრმა და დიდი ფორების მოსაშორებლად

ღრმა ფორების პრობლემა უამრავ ქალს აწუხებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, თუმცა, ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივად, სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ.

ღრმა ფორები სახის მიდამოებში, ძირითადად, ცხვირზე და მის გარშემო შეინიშნება. მაშ ასე, რა დაგჭირდებათ ამ უსიამოვნო პრობლემასთან გასამკლავებლად?

ჟელატინი – 0,5 ჩ/კ;

რძე (ან წყალი) – 1 ჩ/კ;

აქტივირებული ნახშირის აბები – ნახევარი აბი;

უხეში ფუნჯი.

ნიღბის მომზადების წესი:

დააქუცმაცეთ ნახშირის აბი და გადაურიეთ ჟელატინი. შემდეგ, დაამატეთ რძე (ან წყალი). საგულდაგულოდ გადაურიეთ, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. გამზადებული ნიღაბი შედგით მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით.

როგორც კი მიკროტალღური ღუმელიდან გამოიღებთ ნიღაბს, ოდნავ შეაგრილეთ და გადაინაწილეთ ფუნჯით სუფთა კანზე. ჯერ ფორების ადგილებში კარგად შეიზილეთ, ხოლო შემდეგ, სახის სხვა ადგილებზე გადადით. დაელოდეთ ნიღაბის სრულად გაშრობას (10-15 წუთი) და მოიშორეთ სახიდან.

გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი სახეზე ფირივით გადაგეკვრებათ და შეეცადეთ, ეს ფირი სახიდან სრულად მოიშოროთ. (სასურველია, ფორების შესამცირებელი ნიღაბი შხაპის მიღების შემდეგ გაიკეთოთ, რათა სახის კანი კარგად დარბილებული გქონდეთ).

ამგვარი ნიღაბი შესანიშნავად ასუფთავებს ფორებს და მნიშვნელოვნად ამცირებს მათ.

ნიღბის მოშორების შემდეგ შეიზილეთ სახეზე მკვებავი კრემი.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!

წყარო 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *