პრეზიდენტი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა

პრეზიდენტი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

,15 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ პირველად ჩამოვედი, როგორც საგარეო საქმეთა ახლადდანიშნული მინისტრი, და დღეს ჩვენ ისევ აქ ვდგავართ, – ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა.

ვდგავართ ამ ხიდზე, რომელიც ჰყოფს ჩვენს მოსახლეობას. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ, მე მინდა ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში, ასევე, ჩვენს აფხაზ ძმებს და ვისურვო, რომ ეს გამყოფი ხიდი ძალიან ახლო მომავალში გახდეს გამაერთიანებელი ხიდი” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, სადაც მან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა.

პრეზიდენტმა შსს-ს თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის.

წყარო: multimedia.ge

Banner

Previous რამდენიმე სახეობის სიგარეტის ფასი 50 თეთრით გაძვირდა
Next ნიკა მელიამ სოციალურად დაუცველ 6 შვილიან ოჯახს საშობაოდ საჩუქრები გადასცა (ვიდეო)

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი