პროკურატურამ რელიგიური ნიშნით დევნისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ რელიგიური ნიშნით დევნისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობით ჩადენილი რელიგიური ნიშნით დევნისთვის გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში გ.მ-სთან რ.კ. მის თანამოაზრე გ.ფ-სთან ერთად რელიგიური მოძღვრების და ლიტერატურის გავრცელების მიზნით მივიდა.

„რელიგიურ თემაზე საუბრისას, გ.მ-ს კითხვაზე, თუ საიდან იყვნენ ისინი, მათ უპასუხეს, რომ წარმოადგენდნენ იეჰოვას მოწმეებს, რამაც გ.მ-ს გაღიზიანება გამოიწვია და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც რ.კ-ს სახის არეში ხელი დაარტყა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,– აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

წყარო: marshalpress.ge

Banner

Previous დონალდ ტრამპის მილოცვა სალომე ზურაბიშვილს
Next ტყუილია ინფორმაცია, თითქოს სალომე ზურაბიშვილი კვლავ საფრანგეთის მოქალაქეა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი