რატომ არის სასარგებლო გრილ ოთახში ძილი?

ალბათ გსმენიათ, რომ ძილისთვის საუკეთესო ტემპერატურა 16-19 გრადუსია! თუ რატომ, ამის საჩვენებლად აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარებმა საგანგებო ექსპერიმენტი ჩაატარეს…

ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ ცხიმოვანი ქსოვილი წარმოადგენს მნიშვნელოვან ენდოკრინულ ორგანოს ადამიანის ორგანიზმში.

ადამიანის ორგანიზმში არსებობს ორი ტიპის ცხიმოვანი ქსოვილი: თეთრი, რომელიც ინახავს ცხიმებს ენერგიის სახით და ყავისფერი, რომელიც თერმოგენეზს უზრუნველყოფს.

თეთრი ცხიმისგან განსხვავებით, რომელიც ინახავს კალორიებს, ყავისფერი ცხიმი ხელს უწყობს კალორიების დაწვას.

ცნო­ბი­ლია, რომ ყა­ვის­ფე­რი ცხი­მის 50 გრამს ღამის განმავლობაში 300 კა­ლო­რი­ის დაწ­ვა შე­უძ­ლია.

ორ­გა­ნიზ­მი და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ორ ჰორ­მონს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ: ირი­სინს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ 2012 წლის და­სა­წყის­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და FGF21-ს, რომ­ლე­ბიც თეთრ ცხიმს ყა­ვის­ფე­რად აქ­ცე­ვენ.

მეცნიერების დასკვნით, ორგანიზმში ყავისფერი ცხიმის მასის გაზრდას სწორედ რომ გრილ ოთახში ძილით შგვიძლია მივაღწიოთ!

კვლევის პროცესში, რომელიც 1 თვეს გაგრძელდა, გრილ ოთახში ძილის შედეგად ექსპერიმენტში მონაწილეთა ორგანიზმში ყავისფერი ცხიმის მასა გაორმაგდა!

ასე რომ, გახსოვდეთ – ყველაზე ჯანსაღი ძილია თავი გრილად და სხეული თბილად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *