როგორ გავარჩიოთ, ორიგინალი Apple ყალბისგან

ბაზარზე iPhone–ს გამოჩენასთან და პოპულარობის ზრდასთან ერთად, პარალელურად გაჩნდნენ Apple პროდუქციის, არაორიგინალი მწარმოებლები, ძირითადად ამას ჩინეთში, ან დუბაიში აკეთებენ.

ჩინური iPhone–ს ამოცნობა საკმაოდ მარტივია, ის ზედმეტად მსუბუქია, შესაძლებელია Android–იც კი ეყენოს, სენსორის და ჩატვირთვის სიჩქარე შესამჩნევად შენელებულია, მაგრამ დუბაიში წარმოებულ iPhone–ებს ბევრი მომხმარებელი, ვერ არჩევს ორიგინალი მოდელისგან, თუმცა დეტალები მაინც განსხვავებულია.

ყალბი მოდელები ახალ iPhone–ს გამოსვლასთან ერთად იხვეწება. მაგალითად ყალბ iPhone 6 სერიას ახასიათებს, მუქი კანტები, სხვაობა არის ასევე წონაში, ეკრანის ხარისხი, რეზოლუცია, ხმა, მიკროფონი, აპლიკაციები, ფოტოკამერა განსხვავებულია, ტელეფონის აღებამდე შეფუთვით არის შესაძლებელი ამის განსაზღვრა: ყალბი მოდელების ყუთი არის დაბალი ხარისხის, შესაძლებელია შელახულიც იყოს, ასევე უხარისხოა პლასტირი რომელიც მას გარს აკრავს.

დუბაიში აწყობილ მოდელებს ყველაფერი შედარებით სუსტი აქვს, პირველი და აპრობირებული მეთოდი ტელეფონის სიყალბის დადგენისა არის, IMEI კოდის შემოწმება, Apple–ს ვებ–გვერდზე.

გარდა ამისა ყველაზე მარტივი შესამჩნევია Apple ლოგო, თქვენს iPhone–ზე, ყალბ მოდელებს აქვს ბევრად უხეში და შედარებით ამოზნექილი ლოგო, ასევე განსხვავდება ხრახნები, რომელიც დამტენის ჯეკის გვერდზეა განთავსებული: ორიგინალი მოდელები დამაგრებულია უნივერსალური ხუთკუთხა ანაბეჭდის ხრახნებით, ხოლო ყალბი ჩვეულებრივი ოთხქიმიანი ანაბეჭდით იწარმოება.

თუმცა iPhone7, მართლაც იდეალურად არის მიახლოვებული ორიგინალთან, და რთულია ვიზუალურად განარჩიო, თუმცა მისი მუშაობის, გამოცდის შემთხვევაში, ხარისხი შესამჩნევია, ისევე როგორც წინამორბედების შემთხვევაში.

სად შეიძლება საქართველოში/თბილისში შევხვდეთ ყალბ iPhone–ებს?

ყველგან, გამონაკლისების გარდა. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია გამყიდველმაც კი არ იცოდეს, რომ ყალბ სმარტფონებს ყიდის, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ დაადგენთ, რომ თქვენი მობილური ყალბია პასუხის მოთხოვნა რთული იქნება, რადგან გამყიდველს თუ არ აქვს ავტორიზაცია, მოცემული პროდუქტის რეალიზებისთვის, ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. მთავარი შეცდომა, რაც შეიძლება მყიდველმა დაუშვას ეს არის ყალბ მოდელში ორიგინალის ფასის გადახდა.

ასევე ხშირად შეხვდებით ორიგინლად შემოთავაზებულ, ყურსასმენებსა და დამტენებს, რაზეც შეიძლება მხოლოდ სიტყვაზე ვენდოთ, ერთი შეხედვით, რთულია იმის გარკვევა ყალბია თუ არა დამტენი ან ყურსასმენი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია დადგენა. ყურადღება უნდა მივაქციოთ კომპანიის პრინციპებს, Apple პროდუქცია აკეთებს ყველაფერს, რომ პროდუქცია შექმნას ხარისხიანი დეტალებისგან, ლითონის და შეფუთვის ხარისხი განსხვავებულია, ასევე კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს დიზაინს და მის შტრიხებს, Apple პროდუქციაში ვერ შეხვდებით ზედმეტ წახნაგებს, ყალბი კაბელისგან განსხვავებით, ორიგინალი უფრო რკალური შტრიხებით გამოირჩევა. ასევეა ყურსასმენებიც: გარე დამცავი ბადე უნდა იყოს საკმარისად დაბურული, ორიგინალში არ გაირჩევა დინამიკის დეტალები.

რა არის Refurbished?

ეს სიტყვა თავად ტელეფონისთვის ხშირად არაფერს ცვლის, მაგრამ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ღირებულებაზეა საუბარი.

Refurbished ნიშნავს ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში თავიდან გამოშვებულ მოდელს, რომელიც რა თქმა უნდა კარგად და გამართულად მუშაობს, უბრალოდ Apple ოფიციალურად დაბალ ფასს ადებს, ვებ გვერდზე მსგავსი პროდუქციისთვის ცალკე განყოფილება არის გამოყოფილი, ასევე ყუთზე აწერია, რომ პროდუქცია არის თავიდან გამოშვებული, Refurbished iPhone–ს შემთხვევაში, მოდელის ფასი მცირდება დაახლოებით 14%–ით.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს Refurbished ტელეფონის ქონა, ის ჩვეულებრივ მუშაობს ყველანაირი პრობლემის გარეშე, უბრალოდ ამ შემთხვევაშიც შეიძლება უფრო ძვირის გადახდა მოგიწიოთ, როდესაც ფასში სხვაობა შეიძლება 300–400 ლარამდე მერყეობდეს.

საქართველოში ავტორიზებულ გამყიდველ კომპანიებს შეგიძლიათ მოსთხოვოთ, დაბალი ბიუჯეტის შემთხვევაში, რომ გინდათ Refurbished სმარტფონის შეძენა, რაც თავისთავად დაბალი ღირებულების გამო გსურთ.

როგორ უნდა დადგინდეს თუ თქვენი iPhone Refurbished-ია?

Settings > General > About – ამ კომბინაციით შედიხართ ტელეფონის შესახებ ინფორმაციაში, სადაც Model – ის გასწვრივ აღნიშნული კოდის პირველი ასო განსაზღვრავს ტელეფონის ოფიციალურ მდგომარეობას, კოდი შეიძლება იწყებოდეს M, N, P, F, ასოებით, რაც ნიშნავს:

M – ქარხნულად გამოშვებული პირველადი მოდელი
N – Apple–ს მიერ ჩანაცვლებული, ანუ თუ მომხმარებელმა გარანტიის ფარგლებში ტელეფონი რაიმე მიზეზით დააბრუნა, Apple მას შეაკეთებს და ცალკე, დაახლოებით $200–ის სხვაობით ყიდის.
P – იშვიათად შეხვდებით, ძირითადად სპეციალურად შეკვეთილი მოდელია.
F – ჩვეულებრივ აღნიშნავს Refurbished ანუ საწარმოშივე, აღმოჩენილი წუნის შემთხვევაში შეკეთებული.

ზემოთ აღნიშნული რჩევები აუცილებლად გასათვალისწინებელია ჩვენს რეალობაში, რადგან არსებობს შემთხვევები, როდესაც გამყიდველი, განგებ ატყუებს მომხმარებელს, საერთოდაც არ იცის ამის შესახებ. თუმცა აღნიშნული რჩევების გათვალისწინებით მოტყუებული ნამდვილად აღარ დარჩებით.

წყარო: trendbook.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *