რუსეთის მთავრობა საქართველოს საზღვართან მდებარე ორი კურორტის განვითარებას გეგმავს

რუსეთის მთავრობა საქართველოს საზღვართან მდებარე ორი კურორტის განვითარებას გეგმავს

რუსეთის მთავრობა საქართველოს საზღვართან მდებარე ორი კურორტის განვითარებას გეგმავს, რათა ამ მიმართულებით რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნა იქნეს დაკმაყოფილებული, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა განაცხადა.

„ხალხი საქართველოში დადის, მილიონი ადამიანი კვეთს საქართველოსთან საზღვარს. ეს ძალიან დიდი ფულია. ისე უბრალოდ ხომ არ კვეთენ საზღვარს. იქ სამთო კურორტებზე სრიალებენ, ჭამენ, ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ახლა საქართველოს საზღვართან ორ კურორტს განვავითარებთ. კარგი ბუნებრივი პირობები გვაქვს ტურისტული სექტორის განვითარებისთვის“, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

მან ასევე მოუწოდა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებს, დაამუშაონ თავიანთ რეგიონებში ტურისტული ნაკადის ზრდის გეგმები.

წყარო – ინტერპრესნიუსი

რუსეთის მთავრობა საქართველოს საზღვართან მდებარე ორი კურორტის განვითარებას გეგმავს

წყარო: marshalpress.ge

Banner

Previous ბიძინა ივანიშვილი პაატას ფონდებში შავი ხვრელის ძებნაში რომ მართალი იყო, ისე არაფერში – ნანუკა ჟორჟოლიანი
Next შსს-მ ხობსა და რუსთავში სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები აამოქმედა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი