სააკაშვილი – მარგველაშვილი შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, მან კი მოქალაქეობა ჩამომართვა

სააკაშვილი – მარგველაშვილი შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, მან კი მოქალაქეობა ჩამომართვა

ერთადერთი, რითიც გიორგი მარგველაშვილი ისტორიაში შევა, ეს არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ გიორგი მარგველაშვილის 5-წლიანი პრეზიდენტობის შეფასებისას განუცხადა.

„სინამდვილეში, მისი პრეზიდენტობა ერთი დიდი გაუგებრობა იყო იმიტომ, რომ ერთადერთი, რითიც ამ კაცმა ხალხს თავი დაამახსოვრა, არის ის, რომ შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, იღებდა ხელფასს იმ ბიუჯეტიდან, რომელიც მე საქართველოს დავუტოვე, დადიოდა იმ კონფერენციებზე, სადაც საქართველოს გზა-კვალი მე გავუკაფე და მოქალაქეობა ჩამომართვა. ერთადერთი, რითიც ის ისტორიაში შევა, ეს არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. თუკი მის გაკეთებულს რამე სხვას გაიხსენებთ, რასაც შეიძლება ისტორიაში ადგილი დაეთმოს, თქვენთვის მომინდია. სინამდვილეში, დაკარგა კრიტიკულად მნიშვნელოვანი 5 წელიწადი, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის. არამგონია, წინდების ქსოვა და კარტოფილის მოყვანა ისტორიაში შესვლის ღირსი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო – ინტერპრესნიუსი

Banner

Previous აგვისტოს ომის საკითხზე საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილი სარჩელები სტრასბურგმა არ მიიღო
Next "დღეს საღამოდან მოხდება თითოეული მოქნეული ხელის სამართლებრივი შეფასება" - შს მინისიტრმა პოლიციას მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი