საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 070 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 5000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

წყარო: marshalpress.ge

Banner

Previous შსს-მ ხობსა და რუსთავში სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები აამოქმედა
Next შსს-მ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი