საზარელი ავარია: 11 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა – მძღოლი ადგილიდან მიიმალა

საზარელი ავარია: 11 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა – მძღოლი ადგილიდან მიიმალა

ქუთაისის მახლობლად, ღანირი-ქუტირის გზაზე, 11 წლის გოგოს ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა. მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

Banner

Previous ”ქალაქში გოგომ გონება დაკარგა და წაიქცა” – ხალხი მოგროვდა და ისეთ რაღაცეებს აკეთებდნენ, რომ გავვოგნდი
Next “ჩემი შვილები მაღაზიაში გავიდნენ, რომელიც დაიკარგა, ის გარეთ ელოდებოდა მეორეს “- რას ჰყვება დედა, რომლის 14 წლის გოგონას უკვე მე-4 დღეა ზუგდიდში ეძებენ

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი