საუკუნის დაავადება დამარცხებულია – კიბოს საწინააღმდეგო “ვაქცინამ” თაგვები სრულად განკურნა

საუკუნის დაავადება დამარცხებულია – კიბოს საწინააღმდეგო “ვაქცინამ” თაგვები სრულად განკურნა

ეს სტატია ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალშიScience Translational Medicine გამოქვეყნდა.

ის ამერიკელი მეცნიერებისმეტად სასიხარულო და იმედისმომცემი ექსპერიმენტის შედეგებს ეხება.საუბარია კიბოს საბოლოო დამარცხებაზე. ექსპერიმენტი თაგვებზეასპროცენტიანი შედეგით დასრულდა და ახლა ადამიანებზე იწყება ამსიახლის გამოცდა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ თაგვებში, სიმსივნურ კერაში, T-უჯრედების აქტივაციის შედეგად (T-უჯრედი არისლიმფოციტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ორგანიზმში უცხო ანტიგენების ამოცნობას და იმუნურ პასუხსუზრუბველყოფს) შორეული მეტასტაზებიც კი გაქრა.

კვლევას ატარებს სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა. ამ ექსპერიმენტის დროს მეცნიერებსსიმსივნის ყველა კერაში, მათ

შორის შორეულ მეტასტაზებში შეყავთ 2 სახის იმუნოსტიმულატორი. შედეგი მიღებულია ყველა სახის სიმსივნისდროს.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ იმუნოსტიმულატორული აგენტების ძალიან მცირე დოზით უშუალოდსიმსივნურ კერაში შეყვანა იქნება შედარებით იაფი თერაპია და თანაც ასეთ მკურნალობას არ ექნება გვერდითიეფექტები.

“ამ ორი აგენტის ერთდროული გამოყენებისას ჩვენ ვხედავთ, რომ სიმსივნე მთელ სხეულში ქრება.” – ამბობსმედიცინის დოქტორი, პროფესორი, ონკოლოგი რონალდ ლევი, რომელიც ამ კვლევის ხელმძღვანელია. “ესმიდგომა არ მოითხოვს პაციენტის მთელი იმუნური სისტემის სტიმულაციას.”

ამ ორი აგენტიდან ერთ-ერთი უკვე დაუშვეს ადამიანებზე გამოსაყენებლად. მეორე აგენტიც ცალკეულშემთხვევებში უკვე იქნა ადამიანებში გამოყენებული, იანვარში კი უკვე დაიწყო მისი კლინიკური გამოცდალიმფომიან პაციენტებში.

გასაოცარი ორგანული ეფექტები

ლევი არის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობის პიონერი. იმუნოთერაპია გულისხმობს ადამიანის იმუნურისისტემის გამოყენებას კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ მის ლაბორატორიაში შეიქმნა პრეპარატირიტუქსიმაბი (ერთ-ერთი პირველი მონოკლონური ანტისხეული), რომელიც დღეს სიმსივნის სამკურნალოდგამოიყენება.

ზოგადად, იმუნოთერაპიული მეთოდებით კიბოს მკურნალობა გულისხმობს მთელ ორგანიზმში ადამიანისიმუნური სისტემის სტიმულაციას. მაგრამ, რაც შეეხება ახალ მეთოდს, ამ შემთხვევაში მიდგომა სრულიადსხვაგვარია: ორი სახის იმუნოსტიმულატორი უმცირესი დოზებით ერთდროულად შეყავთ უშუალოდ სიმსივნისკერაში და იმუნური უჯრედების სტიმულაცია მხოლოდ სიმსივნის შიგნით ხდება. შედეგად კი გასაოცარიორგანული ეფექტი მიიღება – სიმსივნე მთელ ორგანიზმში ქრება.

უფრო კარგად რომ გავიგოთ ეს ყველაფერი, გეტყვით, რომ ზოგადად იმუნური ტ-უჯრედები ამოიცნობენ ხოლმეახალწარმოქმნილ სიმსივნურ უჯრედებს და შეიჭრებიან სიმსივნის კერაში მასთან საბრძოლველად, მაგრამსიმსივნე ზრდასთან ერთად იწყებს ამ იმუნური უჯრედების აქტიურობის დათრგუნვასაც.

ლევის მეთოდი სწორედ ამ დათრგუნული T-უჯრედების ხელახლა გააქტიურებას ახდენს სიმსივნის კერაში ორიმასტიმულირებელი აგენტის უმცირესი დოზების შეყვანით. საინტერესოა, რომ შესაყვანი აგენტების რაოდენობამიკროგრამია (მიკროგრამი გრამის მემილიონედი გახლავთ). ერთი აგენტი ასტიმულირებს ტ-ლიმფოცოტებისმიერ სიმსივნური უჯრედების ამოცნობას, მეორე კი – მათთან ბრძოლის პროცესს. ორივე აგენტის შეთანხმებულიმოქმედებით სიმსივნის კერაში არსებული T-უჯრედები აქტიურდება.

კიბოს დამშლელი რეინჯერები

სიმისვნის კერაში გააქტიურებული ტ-უჯრედები, რომლებიც სიმსივნური უჯრედების ამოცნობაზე არიანსპეციალიზირებულნი, შემდგე ტოვებენ სიმსივნის კერას და მთელ ორგანიზმში იწყებენ სიმსივნური უჯრედებისგანადგურებას.

ამ ეფექტმა გააოცა კვლევის ავტორები. ლაბორატორიულ თაგვებში, რომელთაც სიმსივნის ორიტრანსპლანტირებული კერა ჰქონდათ, ერთ კერაში ორი აგენტის ინექცირების შემდეგ მეორე კერაც ქრებოდა, იმის მიუხედავად, რომ მასში არ შეყავდათ აგენტები.

90 თაგვიდან 87 განიკურნა სიმსივნისგან, 3-ს ხელმეორედ განუვითარდა სიმსივნე, მაგრამ განმეორებითიმკურნალობის შემდეგ ისინიც განიკურნენ. შედეგები აბსოლუტურად მსგავსი იყო სარძევე ჯირკვლის, მსხვილინაწლავის კიბოსა და მელანომის შემთხვევაში.

შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ექსპერიმენტში უკვე ჩაერთო 15 ადამიანი, რომელთაცდაბალდიფერენცირებული ლიმფომის დიაგნოზი დაესვათ. წარმატების შემთხვევაში ლევი ვარაუდობს, რომშედეგი დადებითი იქნება ნებისმიერი სახის სიმსივნის მკურნალობისას.

cyc.ge

Banner

Previous ავარიაში დაღუპული ახალგაზრდა გოგონას უკანასკნელმა სიტყვებმა მსოფლიო აატირა
Next “საშინელი შეურაცხყოფის და ძალადობის მსხვერპლი გავხდი დღეს… ან ცოლები არ გყავთ, ან დედები და მამები?” – განო მელითაური

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი