საქართველოს 9,680 მოქალაქემ, 2018 წლის პირველ ნახევარში, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვა

საქართველოს 9,680 მოქალაქემ, 2018 წლის პირველ ნახევარში, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვა

2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს 9,680 მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვა, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მეორე ანგარიშში, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნების შესრულებას ეხება. ევროკომისიამ ანგარიში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოსთვის მოამზადა, რომელსაც დღეს წარუდგენს.

ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების რიცხვის გაზრდა შეშფოთების წყაროა.

„2018 წლის პირველ ნახევარში 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა რაოდენობა გაორმაგდა – 2018 წლის პირველ ნახევარში მიღებული იყო 9,680 თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი, ხოლო 2017 წლის იმავე პერიოდში – 4,770. ძირითადად ეს ზრდა გერმანიასა და საფრანგეთს შეეხო. თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 2016 წელს იყო 14,09% და 2017 წელს – 5,48%, რაც მნიშვნელოვან შემცირებას გვაჩვენებს. საქართველოს თანამშრომლობა რეადმისიასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით კარგად მიმდინარეობს და უნდა გაგრძელდეს. დაბრუნების მაჩვენებელი (2017 წელს 63%) გაიზარდა 2016 წელთან შედარებით (დაახლოებით 56%), და 2017 წელს ქმედითად დაბრუნებული იყო 4,560 საქართველოს მოქალაქე“, – წერია ანგარიშში.

ევროკიმისიის მეორე ანგარიში მომზადდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში. კომისიას აქვს ვალდებულება მონიტორინგი გაუწიოს მესამე ქვეყნების მიერ ვიზების ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უწყვეტ შესრულებას. შესრულების შედეგების შესახებ ანგარიში უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. შეფასების პერიოდი 2017 წლის დეკემბერში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში პირველი ანგარიშის მიღებიდან იწყება.

ანგარიშის სტატისტიკური ნაწილი ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს ფარავს, რომელზეც (ევროკავშირის) 2018/1806 რეგულაცია ვრცელდება და შენგენის ოთხ ასოცირებულ ქვეყნას (შემდგომში “შენგენ+ ზონა”). კონკრეტული სფეროების შეფასება ძირითადად ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ევროსტატს მიაწოდა შენგენ+ ზონის ქვეყნებმა, ევროკავშირის უწყებებმა (ევროპის პოლიციის სამსახურმა, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში ფართომასშტაბიანი კომპიუტერული სისტემების ოპერატიული მართვის ევროპულმა სააგენტომ (eu-LISA), ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისმა (EASO), ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ (EBCGA) და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტომ); ასევე მოხდა ინფორმაციის გაცვლა ევროკომისიას, ევროკავშირის საგარეო სამსახურსა და უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებს შორის.

წყარო: infonews.ge

Banner

Previous ვლადიმერ პუტინი დაქორწინებას აპირებს (ვიდეო)
Next პურის 15 თეთრიანი გაძვირების შემდეგ კიდევ მეწარმეები ფასის კიდევ მატებას ვარაუდობენ

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი