”საქართველოში გრიპი უბრალო ვირუსი გონიათ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სასიკვდილო დაავადებაა” საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი განცხადებას ავრცელებს

”საქართველოში გრიპი უბრალო ვირუსი გონიათ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სასიკვდილო დაავადებაა” საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი განცხადებას ავრცელებს

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი, საქართველოში გრიპთან დაკავშირებით აჟიოტაჟს ეხმიანება. როგორც ის წერს, გრიპი დიდი ხანია სასიკვდილო დაავადებაა და მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი სწორედ ვირუსს ეწირება.

ის ამბობს, რომ მთავარი გრიპთან ბრძოლაში, პრევენციაა: ჰიგიენის დაცვა და ვაქცინის გაკეთება.

ექიმი ასევე წლების მიხედვით, გრიპით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ შარშან საფრანგეთში 13 000 გარდაცვალება სწორედ გრიპს უკავშირდებოდა.

“დიახ, გრიპი სასიკვდილო დაავადებაა. დიდიხანია. 1918-1919 წლებში ე.წ. ესპანურმა გრიპმა საფრანგეთში იმსხვერპლა 200 000 ადამიანი, მსოფლიოში კი 100 მილიონი. დიახ, მილიონი. შარშან საფრანგეთში 13 000 სიკვდილი გრიპს უკავშირდება. ყველაზე დიდი სიკვდილიანობა 2014-2015 წლებში იყო – 17500. ასე რომ რაიმე განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. ვაქცინაცია ამცირებს დაავადების რისკს და სიკვდილიანობას, ეს ფაქტია. მე პირადად ყოველ წელს ვიკეთებ ვაქცინას. სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულოა. გრიპის მკურნალობა არ არსებობს. ანტიბიოტიკებს აზრი არ აქვს, თუ არ არის თანდართული ბაქტერიული ინფექცია. საჭიროა დასვენება, ბევრი სითხეების სმა და მე პირადად ვიტამინ C -ს მჯერა. და მთავარია პროფილაქტიკა. სხვებს არ უნდა გადასდო. ხვევნა პლოშვნის თავიდან აცილება, ხელების დაბანა, ერთჯერადი ცხვირსახოცების ხმარება. ცხადია ბანალური და მარტივია, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით სერიოზულად არ უყურებენ პროფილაქტიკას, არადა ესაა მთავარი.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.. საახალწლო სუფრები, კორპორატივები, თეატრები, ეკლესია და ა.შ. გრიპის გავრცელების ძირითადი წყაროებია. ლუგარის ლაბორატორიის დამადანაშაულებელი მეგობრები იმედია არ მყავს,”- წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

დიახ, გრიპი სასიკვდილო დაავადებაა. დიდიხანია. 1918-1919 წლებში ე.წ. ესპანურმა გრიპმა საფრანგეთში იმსხვერპლა 200 000…

Gepostet von Revaz Botchorishvili am Samstag, 5. Januar 2019

Banner

Previous 50 წლის მამაკაცმა 29 წლის მეზობელი გააუპატიურა, რათა სიკვდილისგან ეხსნა
Next შესაძლოა სულ მალე საქართველოში აქლემებით პატრულირება დაიწყოს? 2019 წლისთვის მთავრობა ამ საკითხს აქტიურად განიხილავს

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი