“საშინელი შეურაცხყოფის და ძალადობის მსხვერპლი გავხდი დღეს… ან ცოლები არ გყავთ, ან დედები და მამები?” – განო მელითაური

“საშინელი შეურაცხყოფის და ძალადობის მსხვერპლი გავხდი დღეს… ან ცოლები არ გყავთ, ან დედები და მამები?” – განო მელითაური

განო მელითაური თბილისის ცენტრში ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მარტოხელა დედას, რომელიც სამ შვილს ზრდის, მამაკაცებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. განოს შეშფოთება და გაოცება იმანაც გამოიწვია, რომ ირგვლივ მყოფმა 18-20 წლის ბიჭება მხარი არ დაუჭირეს და ახალგაზრდა ქალს არ გამოექომაგნენ. შეშფოთებული განო ამ ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“საშინელი შეურაცხყოფის და ძალადობის მსხვერპლი გავხდი შუადღის პირველ საათზე დღეს, ძლივს გამოვედი მდგონარეობიდან!
“ტოიოტას” მარკის მანქანაში მყოფი ორი შუახნის, 40 წლამდე არმისული ბიჭი იძებნება სასწრაფოდ! ერთს აქვს ლურჯი თვალები და არის მაღალი! მეორე არ მახსოვს, რადგანსაშინლად დასტრესილი და შეშინებული ვარ! ან ცოლები არ გყავთ ან შვილები, ან დედები და მამები?!!

სამარცხვინო ქვეყანა გავხდით! შუა ქუჩაში სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან” სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებენ დღისით-მზისით, დაახლოებით 13:10 წუთზე და ნულია გარშემო მყოფთა მხარდაჭერა!!! 18-20 წლის ბიჭები დგანან, “სემიჩკას” იფურთხებიან და სიცილს იკავებენ, როცა ორი უზრდელი ჯერ მანქანას არ მაჩერებინებს სადგომზე და მერე დედას მაგინებს ყველა ბრუნვაში და მეჭიმება!!! სად გაქრა კაცობა, ადამიანობა, სოლიდარობა, ზრდილობა?!

კარგად დაიმახსოვრეთ და მომაძებნინეთ ეს არაკაცები! სახელებს და გვარებს ვერ ვიგებ! ერთი რაც გაირკვა, არიან “თანამშრომლები”!

მოვითხოვ სახალხოდ, იგივე ადგილას მომიხადონ ბოდიში! ასეთი დაუცველი ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ!ქუჩის ძაღლს არ დაველაპარაკები ასე, რომელიც საკბენად გამოიწევს.

Banner

Previous საუკუნის დაავადება დამარცხებულია – კიბოს საწინააღმდეგო “ვაქცინამ” თაგვები სრულად განკურნა
Next თბილისის მერი ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს ესაუბრა, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი