სვანეთის ფოტო Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებლის ეკრანზე გამოჩნდება

საქართველო Microsoft Windows-ის ეკრანზე – სვანეთის შესახებ ფოტოს რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებელი იხილავს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დალაშქრე შავი ზღვისპირეთიდან კასპიის ზღვამდე მდებარე მთები, იმოგზაურეთ დედამიწის ამ წერტილში და საქართველო შეიძლება თქვენს გულში აღმოჩნდეს,“ – ეს წარწერები ახლავს ფოტოს თან.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ქვეყნებში მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს როგორც ძალიან საინტერესო ტურისტულ მიმართულებას აქტიურად აცნობს.

Total Page Visits: 1804 - Today Page Visits: 5

Facebook Comments

ავტორიზაცია


რეკლამის გათიშვა

თქვენი რეკლამის ადგილი


598-89-37-62