ფალავნობა 2018 – აბსოლუტური ფალავანი ბექა ბერძენიშვილი გახდა

ფალავნობა 2018 – აბსოლუტური ფალავანი ბექა ბერძენიშვილი გახდა

Banner

დღეს საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა გაიმართა.

ფოტო: სპორტის სამინისტრო

ტურნირზე მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 80 კგ. კატეგორიაში გიორგი მახარაშვილმა გაიმარჯვა, 90 კგ წონით კატეგორიაში – გიორგი პაპუნაშვილმა, 100 კგ-ში – ლაშა ტაველურმა, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში – ლევან მატიაშვილმა.

წლის საუკეთესო ქართველი ფალავანის ტიტულისთვის ერთმანეთს ბექა ბერძენიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი დაუპირისპირდნენ. 2018 წლის ფალავნის ტიტული ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვა.

წლის ფალავანი 1928 წლიდან ვლინდება. იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

“ფალავნობა 2018”- ის შედეგები სრულად:

აბსოლუტური

1. ბექა ბერძენიშვილი (კასპი)
2.გიორგი პაპუნაშვილი (გორი)
3.ლაშა ტაველური (თბილისი)
4.გიორგი კაციაშვილი (კასპი)

80 კგ

1.გიორგი მახარაშვილი (მცხეთა)
2.ოთარ სოზიაშვილი (თბილისი)
3.გიორგი კაციაშვილი (კასპი)

90 კგ

1.გიორგი პაპუნაშვილი (გორი)
2.პაატა ღვინიაშვილი (გორი)
3.ტრისტან მოსახლიშვილი (თელავი)

100 კგ

1.ლაშა ტაველური (თბილისი)
2.გიორგი კობაიძე (თეთრიწყარო)
3.ზაურ კენჭაძე (თბილისი)

+100 კგ

1.ლევან მატიაშვილი (თბილისი)
2.ბექა ბერძენიშვილი (კასპი)
3.გელა ზაალიშვილი (თბილისი)

"ფოტო და ინფორმაცია “TABULA.GE”"



Banner

Previous 2019 წლიდან, ტოჩინოშინს სუმოს ასოციაციისგან ხელფასი გაეზრდება
Next რა დაუვარდა სალომე ზურაბიშვილს - უხერხული მომენტი ინაუგურაციაზე

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი