შსს-ში, პროკურატურაში ხომ არ არის კადრები, ვისზეც ეჭვები არსებობს? – ზაზა ხუციშვილი გიორგი გახარიას

შსს-ში, პროკურატურაში ხომ არ არის კადრები, ვისზეც ეჭვები არსებობს? – ზაზა ხუციშვილი გიორგი გახარიას

საზოგადოებას აქვს შეკითხვა, შსს-ში, პროკურატურაში ხომ არ არის კადრები, ვისზეც ეჭვები არსებობს? – ამ შეკითხვით მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა შს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის სხდომაზე.

“ინაუგურაციის დღეს ოპოზიციას მიეთითათ გზა, საიდან უნდა შემოსულიყვნენ. მაინტერესებს ოპოზიციონერები იყვნენ თუ არა ინფორმირებულები და რატომ მოხდა მარშუტის ასე განსაზღვრა?

მეორე შეკითხვა ეხება იმ კადრებს, რომლებიც დღეს მუშაობენ შსს-ში. ორი გვამის ვიდეო მსოფლიოში პრენეცენდენტი არ არსებობს, დეპუტატების ცემა, 26 მაისი, 7 ნოემბერი – საზოგადოებას აქვს შეკითხვა, შსს-ში, პროკურატურაში ხომ არ არის კადრები, ვისზეც ეჭვები არსებობს? არ ვეხებით დარგის სპეციალისტებს, მაგრამ მაინტერესებს, კონკრეტული მოკვლევა თუ არსებობს იქ დასაქმებულ ხალხზე?”, – მიმართა ზაზა ხუციშვილმა შს მინისტრს.

გიორგი გახარია პარლამენტშია – პირდაპირი ეთერი

წყარო: marshalpress.ge

Banner

Previous “აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ” – გიორგი გახარია
Next წლის ბოლოს დასრულდება ფუნქციონალური დაყოფის ეტაპი და გამომძიებელს ეცოდინება, რომ ის არის გამომძიებელი და ოპერს ეცოდინება, რომ ის არის ოპერატიული თანამშრომელი – გიორგი გახარია

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი