“ჩემი შვილები მაღაზიაში გავიდნენ, რომელიც დაიკარგა, ის გარეთ ელოდებოდა მეორეს “- რას ჰყვება დედა, რომლის 14 წლის გოგონას უკვე მე-4 დღეა ზუგდიდში ეძებენ

“ჩემი შვილები მაღაზიაში გავიდნენ, რომელიც დაიკარგა, ის გარეთ ელოდებოდა მეორეს “- რას ჰყვება დედა, რომლის 14 წლის გოგონას უკვე მე-4 დღეა ზუგდიდში ეძებენ

ზუგდიდში, უკვე მეოთხე დღეა, ოჯახი 14 წლის გოგონას ეძებს. დედის ინფორმაციით, მოზარდი სახლიდან დასთან ერთად მაღაზიაში გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გოგონას დედამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, ფოტოსთან ერთად.

“სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა 14 წლის ნინო წიწავა, გთხოვთ ამ გოგონას თუ სადმე ნახავთ დამიკავშირდით, ნომერზე 599428826 გთხოვთ, ჩემი გოგოა, რომელიც უკვე 3 დღეა სახლში აღა არის, გთხოვთ შემეხმიანეთ” – წერს მშობელი.

radioatinati.ge – ის ცნობით, რომელიც დედამ მიაწოდა, დები მაღაზიაში გავიდნენ და და, რომელიც დაიკარგა,

გარეთ ელოდებოდა მეორეს.

“ჩემი შვილები მაღაზიაში გავიდნენ, რომელიც დაიკარგა, ის გარეთ ელოდებოდა მეორეს, გარეთ გამოსულს კი არ დახვდა. არაფერი პრობლემა არ ქონდა, არ ვიცი რა შეიძლება მომხდარიყო”, – უთხრა რადიო “ათინათს” გაუჩინარებულის დედამ.

მისივე თქმით, ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკარგული მოზარდის და იკითხება.

Banner

Previous საზარელი ავარია: 11 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა – მძღოლი ადგილიდან მიიმალა
Next ახალი სიმღერის პრემიერა (ექსკლუზივი) "ლექს-სენი - მაჰიპნოზებს"

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი