ჩინეთში ადამიანის თავის პირველი სრული ტრანსპლანტაცია ჩატარდა

ჩინეთში ადამიანის თავის პირველი სრული ტრანსპლანტაცია ჩატარდა

ჩინეთში წარმატებულად დასრულდა ადამიანის თავის გადანერგვის პირველი ოპერაცია. ოპერაცია გვამზე ჩატარდა. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

იტალიელი ქირურგის, სერჯიო კანავეროს თქმით, ჰარბინის სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგებმა „თავის პირველი ტრანსპლანტაციის“ ოპერიცია წარმატებით ჩაატარეს.

ტრანსპლანტაცია უახლოეს მომავალში ჩატარდება ცოცხალ ადამიანზეც. ოპერაცია 18 საათს მიმდინარეობდა. ექიმებმა შეძლეს და წარმატებულად გადააბეს ყველა ნერვი, ხერხემალი და მთავარი სისხლძარღვები.

შეგახსენებთ, 2016 წლის იანვარში მეცნიერთა ამავე ჯგუფმა თავის გადანერგვის ოპერაცია მაიმუნზე ჩაატარა.

Banner

Previous თბილისის მერი ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს ესაუბრა, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა
Next “ნუ მიგყავთ სკოლასა და ბაღში ავადმყოფი ბავშვები!” – განრისხებული დედის მიმართვა

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი