ცხელება, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება – H1N1 ტიპის ვირუსი საქართველოში სწრაფად ვრცელდება

ცხელება, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება – H1N1 ტიპის ვირუსი საქართველოში სწრაფად ვრცელდება

H1N1 ტიპის ვირუსი საქართველოშიც ელვის სისწრაფით ვრცელდება. ცხელება, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება – მედიკოსები ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე მოქალაქეებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ მიმართონ ექიმს.

რისკჯგუფში არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ბავშვები. ამ ეტაპზე დაავადებულთა უმრავლესობა მცირეწლოვანია. ვირუსის გართულების შემთხვევები პაციენტს პნევმონია უვითარდება.

ჯანდაცვის სამინისტრო პანიკის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საგანგებო რეჟიმში გადავიდეს და მანქანებით ოჯახის ექიმებიც უზრუნველყოს.

ვირუსის გავრცელების პიკს მედიკოსები დეკემბრის ბოლოს – იანვრის დასაწყისში ელოდებიან.

Banner

Previous 10 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ მაკა ჩიჩუა ულამაზესია
Next რომელი ზოდიაქოს ნიშნებისათვის იქნება 2019 წელი ფინანსურად ყველაზე წარმატებული?

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი