წალენჯიხაში მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მასწავლებელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

წალენჯიხაში მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მასწავლებელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილიმტკიცებულებები, მოსწავლე გოგონაზე გარყვნილი ქმედების ჩადენისფაქტზე ბრალდებული მასწავლებელი ა.ვ. დამნაშავედ ცნო და მას 5წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს ფეხბურთელთაგუნდის მწვრთნელმა – მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედებაჩაიდინა.

მასწავლებელს, რომელიც 2018 წლის 31 მარტს დააკავეს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლისპირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) ჰქონდა წარდგენილი და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა

Banner

Previous მოსწავლეები უკვე დემონსტრაციულად, სკოლის ეზოშიც ეწევიან და თვლიან, რომ ეს მათი უფლებაა
Next გიორგი გაბუნია ზოგჯერ ზღვარს სცდება – სოფია ნიჟარაძე მხოლოდ ქართულის სკანდალზე

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი