წლის ბოლოს დასრულდება ფუნქციონალური დაყოფის ეტაპი და გამომძიებელს ეცოდინება, რომ ის არის გამომძიებელი და ოპერს ეცოდინება, რომ ის არის ოპერატიული თანამშრომელი – გიორგი გახარია

წლის ბოლოს დასრულდება ფუნქციონალური დაყოფის ეტაპი და გამომძიებელს ეცოდინება, რომ ის არის გამომძიებელი და ოპერს ეცოდინება, რომ ის არის ოპერატიული თანამშრომელი – გიორგი გახარია

წლის ბოლოს დასრულდება ფუნქციონალური დაყოფის ეტაპი და გამომძიებელს ეცოდინება, რომ ის არის გამომძიებელი და ოპერს ეცოდინება, რომ ის არის ოპერატიული თანამშრომელი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ეს არის უსაფრთხოების და კრიმინალთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ფუნქციათა აღრევა და სპეციალიზაციის არარსებობა. რეფორმის ფარგლებში რამდენიმე მიმართულება გვქონდა და დღეისთვის შემიძლია ვთქვა, რომ წლის ბოლოს დასრულდება ფუნქციონალური დაყოფის ეტაპი და გამომძიებელს ეცოდინება, რომ ის არის გამომძიებელი და ოპერს ეცოდინება, რომ ის არის ოპერატიული თანამშრომელი. ამ რეფორმის ფარგლებში მოხდა გამომძიებლების ცოდნის და გამოცდილების გაძლიერება და დაიწყო მათი გადამზადება იმ ახალი პროგრამების მიხედვით, რაც შემუშავებული იყო შს სამინისტროს პოლიციის აკადემიაში. 2019 წლის ბოლომდე ჩვენ ვაპირებთ სრულად დავასრულოთ ფუნქციების გამიჯვნა და დავასრულოთ თბილისში სრულად იმ ახალი ინსტიტუტის იმპელემენტაცია, რომელსაც ჰქვია მართლწესრიგის ოფიცერი. ეს არის საუბნო მიმართულების ახალი ფუნქციონალი. შს სამინისტროში არ არსებობდა ელემენტარული სტანდარტული პროცედურების აღწერა, ისევე როგორც არ არსებობდა თანამშრომლებისთვის მათი უფლებამოსილებების აღწერაც. ამაზე მუშაობა დაწყებულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ” – გიორგი გახარია

წყარო: marshalpress.ge

Banner

Previous შსს-ში, პროკურატურაში ხომ არ არის კადრები, ვისზეც ეჭვები არსებობს? – ზაზა ხუციშვილი გიორგი გახარიას
Next გიორგი გახარია – დღეს არ არსებობს არცერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებდეს

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი