10 წლის ბიჭუნას მერეთიდან, რომელიც დედამ მიატოვა, მამა კი პატიმარი ჰყავს, ოცნება აუხდინეს

10 წლის ბიჭუნას მერეთიდან, რომელიც დედამ მიატოვა, მამა კი პატიმარი ჰყავს, ოცნება აუხდინეს

“მე მინ­და გა­მო­ვი­დე ექი­მი და ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ექი­მი ვიყო… ჩვენ ჯა­რის­კა­ცებს ჩვენ უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ.

მინ­და ხალ­ხს ვუ­თხრა, მო­ვიდ­ნენ, გა­მიც­ნონ და მე­მე­გობ­რონ, მერე რა რომ ღა­რი­ბი ვარ…” – ეს მცი­რე მო­ნაკ­ვე­თია რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან, რო­მე­ლიც უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნახა. კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რა ზუ­რას ამ­ბავ­მა “ფე­ის­ბუკ­ზე” ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ, უამ­რავ ადა­მი­ანს გა­უ­ჩი­ნა მისი დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი.

ათი წლის ზურა გა­ბო­ძე ბე­ბი­ას­თან და ორ ძმას­თან ერ­თად, გო­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ მე­რეთ­ში მძი­მე სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს. 10 წლის ბიჭს ერთი ოც­ნე­ბა უკვე აუხ­და – თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­მა ბი­ჭუ­ნას უმას­პინ­ძლა.

“ოც­ნე­ბა, რომ სამ­ხედ­რო­ე­ბის ექი­მი ყო­ფი­ლი­ყო გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის ექი­მებ­მა აუხ­დი­ნეს, ზუ­რას სა­ე­ქი­მო ხა­ლა­თი მო­არ­გეს და ჰოს­პი­ტა­ლი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს. სტა­ცი­ო­ნა­ლურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ზურა ჯა­რის­კა­ცე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს და­ეს­წრო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბაც მო­ი­ნა­ხუ­ლა. სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­მა­ვალ ექიმს სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლიც აუს­რულ­და და გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში ნაძ­ვის ხეს­თან, მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პლან­შე­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

Banner

Previous “ამბობენ, რომ ერთმანეთი უყვართ” – 14 და 18 წლის გოგონები ზუგდიდიდან თბილისში გაიპარნენ
Next ”ვიდეო, სადაც ანი ბებია და ილო ბეროშვილი ერთმანეთს კოცნიან მთელი ინტერნეტი აალაპარაკა” – ისინი რეალობშიც შეყვარებულები აირან? (ვიდეო)

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი