2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ გაიზარდა

2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5,060 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

ინფორმაცია გავრცელებულია “bpn.ge” მიერ.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის მონაცემებით ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა.

სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 2008-2018 წლებში:

– 2008 წელი – 70.7 მლნ ლარი
– 2009-ში – 74.3 მლნ ლარი
– 2010 წელს – 112.7 მლნ ლარი
– 2011-ში – 366. 3 მლნ ლარი
– 2012 წელს – 996.0 მლნ ლარი
– 2013 წელს – 1, 213 მლრდ ლარი
– 2014 წელს – 2, 032 მლრდ ლარი
– 2015 წელს – 3,890 მლრდ ლარი
– 2016 წელს – 4, 036 მლრდ ლარი
– 2017 წელს – 5,060 მლრდ ლარი
– 2018 წელს – 13,806 მლრდ ლარი

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 86,6 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 16%-ს შეადგენს. ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის (43,2%)

Total Page Visits: 25 - Today Page Visits: 1

Facebook Comments

ავტორიზაცია